ამერიკული დიპლომი საქართველოში — ალტე უნივერსიტეტი და New Jersey City University ორმაგი ხარისხის პროგრამებს შექმნიან
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტმა და ამერიკულმა New Jersey City University (NJCU)-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით ერთობლივი, ორმაგი დიპლომის საბაკალავრო პროგრამები შეიქმნება.
პროგრამები ორი უნივერსიტეტის კოორდინაციით მომზადდება და სტუდენტებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას, განათლება მიიღონ, როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში. იმავდროულად, მონაწილეები აიღებენ ორ დიპლომს, შესაბამისად, ალტესა და NJCU-ის ოფიციალურ აკადემიურ აღიარებას მიიღებენ.
უნივერსიტეტების თანამშრომლობა ასევე მოიცავს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, აგრეთვე, ერთობლივი კვლევების განხორციელებას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკადემიური გარემოს განვითარებას.
“მოხარულები ვართ, რომ ვიწყებთ New Jersey City University-სთან პარტნიორობას ბიზნესისა და კომპიუტერული მეცნიერებების ორმაგი ხარისხის პროგრამების შექმნის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამები სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, ორივე უნივერსიტეტის დიპლომი მიიღონ.
ორმაგი დიპლომის ეს მოდელი საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა აითვისონ გლობალურად კონკურენტული უნარები და ჩამოუყალიბდეთ ფართო საერთაშორისო ხედვა, იმისთვის, რომ წარმატებით შეძლონ სწრაფად ცვალებად, მუდმივად განვითარებად სამყაროში წარმატებული კარიერული წინსვლა.
გარდა ამისა, პარტნიორობა მოიცავს სტუდენტების და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების შეთავაზებას და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, რაც დაგვეხმარება აკადემიური ეკოსისტემის განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში.
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინსვლაა ალტე უნივერსიტეტის სტრატეგიული მიზნისკენ, რომელიც მოიაზრებს საერთაშორისო აკადემიური შესაძლებლობების მუდმივად გაფართოვებას. ” — რამაზ კუკულაძე, ალტე უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
პარტნიორი უნივერსიტეტი — NJCU
New Jersey City University მდიდარი აკადემიური ისტორიის უნივერსიტეტია, რომელიც 1927 წლიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის განათლებას. უნივერსიტეტი ახორციელებს 59 საბაკალავრო და 31 სამაგისტრო პროგრამას და მიზნად ისახავს მომავლის ლიდერების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების შეტანას, როგორც ნიუ ჯერსის შტატში, ისე მთელ მსოფლიოში.
ალტე უნივერსიტეტი
2002 წელს დაარსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში. დღეს აერთიანებს ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის საერთაშორისო სკოლებს. უნივერსიტეტში სწავლობს 2,500-ზე მეტი სტუდენტი 50-ზე მეტი ქვეყნიდან და 14 აკადემიურ პროგრამას მოიცავს.
ალტე უნივერსიტეტი აქტიური წევრია ისეთი საერთაშორისო აკადემიური ქსელების, როგორებიცაა:
- European University Association (EUA)
- Global University Network For Innovation (GUNi)
- Association for Computing Machinery (ACM)
- Society in Europe for Simulation Applied to Medicine (SESAM)
- The Coalition for Advancing Research Assessment (CoARA) და სხვა.
50-ზე მეტი პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტის დახმარებით, ალტე უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას, საერთაშორისო კონფერენციებში, კვლევით პროექტებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები