ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში "ევროპქარ ჯორჯია" "სოკარ ჯორჯია გაზს" 75 ავტომობილს მიაწვდის
ფოტო: თეგეტა
ავტოგაქირავების კომპანია ევროპქარ ჯორჯია, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია, კომპანია სოკარ ჯორჯია გაზთან თანამშრომლობას აფართოვებს. საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, ევროპქარი ავტოპარკის სრულ მართვაზე იღებს პასუხისმგებლობას და ენერგეტიკის სფეროში უმსხვილეს ინვესტორს, 75 ავტომობილს გადასცემს. Toyota Hilux-ის მოდელებს სოკარ ჯორჯია გაზი ეტაპობრივად მიიღებს. პირველ ეტაპზე 11 ავტომობილის მიწოდებაა გათვალისწინებული. დამკვეთი ყველა იმ უპირატესობით ისარგებლებს, რომლებსაც თეგეტა ჰოლდინგის კომპანია — ევროპქარ ჯორჯია, კორპორაციულ მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში სთავაზობს.
ფოტო: თეგეტა
ნინო პატარაია, ევროპქარ ჯორჯიას საოპერაციო დირექტორი: “ევროპქარ ჯორჯიასა და სოკარ ჯორჯია გაზს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მოხარულები ვართ, რომ ახლა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. 5 წლიანი კონტრაქტის ფარგლებში, ვიღებთ ვალდებულებას, 75 მანქანით დაკომპლექტებული ავტოპარკი სრულად ვმართოთ — ყოველ სამ თვეში შევამოწმოთ ავტომობილების მდგომარეობა, გავუწიოთ სათანადო სერვის-მომსახურება და ყველა საჭირო დეტალზე ვიზრუნოთ. საოპერაციო ლიზინგი შესაძლებლობას ქმნის, კომპანიამ უფრო ეფექტიანად მართოს როგორც შრომითი რესურსები, ისე საოპერაციო ხარჯები და საქმიანობა უწყვეტად, შეუფერხებლად წარმართოს. მთელ ამ პროცესში, ცხადია, გვეხმარება თეგეტა ჰოლდინგის მრავალმხრივი პორტფელი, 30-წლიანი გამოცდილება სერვისის სფეროში და ხელმისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ვფიქრობთ, საოპერაციო ლიზინგი სტრატეგიულად მომგებიანი გადაწყვეტაა კომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი საქმიანობა არ არის საავტომობილო ინდუსტრია.
დარწმუნებულები ვართ, რომ სოკარ ჯორჯია გაზთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი წარმატებული და ეფექტიანი იქნება“.
სოკარ ჯორჯია გაზს ევროპქარ ჯორჯია ავტომობილებს ეტაპობრივად გადასცემს. პროცესი სრულად წლის ბოლომდე დასრულდება.
ფოტო: თეგეტა
მარიკა ჯაფარიძე, სოკარის მთავარი იურისტი: “მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში, ევროპქარ ჯორჯია ტენდერის საფუძველზე შეირჩა. ევროპქარ ჯორჯიას მიერ შემოთავაზებული პირობები სრულად მისაღები აღმოჩნდა სოკარ ჯორჯია გაზისთვის, რომელიც გათვლილია დამკვეთის სრულ კომფორტზე. ევროპქარ ჯორჯიას გუნდი ისეთ დეტალებზეა ორიენტირებული, რომ ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის გვჯერა”.
საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა, ავტომობილის ფლობისგან განსხვავებით, არაპროგნოზირებადი ხარჯებისაგან დაცვის გარანტიას ქმნის. აღარ არის აუცილებელი ერთჯერადი მსხვილი ინვესტიცია, ტექნიკური პერსონალის დაქირავება მუდმივი ზედამხედველობისთვის და სარემონტო სერვისი. საოპერაციო ლიზინგი ამ პროცესს სრულად ანაცვლებს და ბიზნესს სთავაზობს:
- სრულ ტექნიკურ, საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისს
- დაზღვევას ყველა შესაძლო რისკისგან
- GPS მონიტორინგსა და დეტალურ რეპორტინგს
- სეზონური საბურავების შეცვლასა და შენახვას
- პარკირების გადასახადის დაფარვას
- პერსონალური მენეჯერის მომსახურებას
- 24/7 საგზაო დახმარებასა და ევაკუატორის მომსახურებას
- საჭიროების შემთხვევაში ავტომობილის ჩანაცვლებას
ევროპქარ ჯორჯიაში აღნიშნავენ, რომ საოპერაციო ლიზინგზე ბოლო წლებში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია, რასაც მონაცემებიც ადასტურებს. ამ მიმართულებით ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროპქარ ჯორჯიას ყოველწლიურად 30%-იანი ზრდა აქვს. ამჟამად კომპანიას იჯარით გაცემული ჰყავს 500-ზე მეტი ავტომობილი და არაერთ მსხვილ კორპორაციასთან თანამშრომლობს.
ევროპქარი უკვე სომხეთის ბაზარზეა, ასევე წარმატებით ოპერირებს უზბეკეთში და რეგიონის ქვეყნებს ავტომობილების გაქირავებასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას სთავაზობს.
ფრანგული კომპანია Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგის კომპანიაა, რომელმაც გასულ წერს ესპანური ბრენდი Goldcar-იც დაიმატა. კომპანია ორივე საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. Europcar Georgia-ს ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება, როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები