დიმიტრი ცქიტიშვილი: "ლიბერთის" სანქცირების შემთხვევაში, 8-დან 12-თვემდე შეჩერდება პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემა"
"ლიბერთი ბანკის" სანქცირების შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია იმ შემთხვევაში, თუ ის მოემსახურება სანქცირებულ კომპანიებს და პირებს, საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 8-დან 12 თვის განმავლობაში შეუჩერდებათ პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემა, სანამ სხვა რომელიმე ბანკი არ გადაიბარებს ამ ფუნქციას" — ამის შესახებ ეკონომისტი, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეხვედრას ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტთან.
დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოში შემოდის ჩინური ბანკი, რომელიც ყიდულობს "ლიბერთი ბანკს" იმისათვის, რომ გამოიყენოს ჩინეთის მიერ შექმნილი SWIFT-ის ალტერნატიული სისტემა CIPS (Cross-Border Interbank Payment System), რომელსაც იყენებენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები.
"რას ნიშნავს ჩინური საბანკო სისტემის შემოყვანა საქართველოში?
ეს არის ამორალური და უკიდურესად სახიფათო გეგმა, რომლითაც ოცნების რეჟიმი ცდილობს საქართველოს 1.5 მილიონი პენსიონერი და სოციალურად დაუცველი (მოსახლეობის 40%) მძევლად გამოიყენოს ივანიშვილის სანქციების თავიდან ასარიდებლად!
საქმე გვაქვს წინასწარ დაგეგმილ ფინანსურ სქემასთან, რომელიც არა მხოლოდ დასავლეთის სანქციების ეფექტის განეიტრალებას ისახავს მიზნად, არამედ მთელი ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების მძევლად ქცევას კერძო ინტერესების დასაცავად.
კონკრეტულად როგორ?
უკვე ცნობილია, რომ აშშ, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ამზადებენ სანქციებს ბიძინა ივანიშვილსა და მასთან ასოცირებულ კომპანიებზე. ეს სანქციები მოიცავს ანგარიშების გაყინვას და მათ გამოთიშვას SWIFT-ის გლობალური საბანკო სისტემიდან — რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ პირების და მათი კომპანიების საერთაშორისო საფინანსო იზოლაციას.
ივანიშვილმა, როგორც ჩანს, მოასწრო აქტივების გადატანა დასავლური იურისდიქციებიდან, თუმცა ფულის მოძრაობისთვის მას სჭირდება ალტერნატიული არხები. სწორედ ამ მიზნით საქართველოში შემოდის ჩინური ბანკი, რომელიც ყიდულობს "ლიბერთი ბანკს" იმისათვის, რომ გამოიყენოს ჩინეთის მიერ შექმნილი SWIFT-ის ალტერნატიული სისტემა CIPS (Cross-Border Interbank Payment System), რომელსაც იყენებენ ჩინეთი, რუსეთი, ირანი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები.
ეს საშუალებას მისცემს ივანიშვილს, სანქცირების შემთხვევაშიც კი, განაგრძოს ფინანსური ტრანზაქციები დასავლეთის გვერდის ავლით.
მაგრამ ეს სქემის მხოლოდ ერთი ნაწილია.
მეორე და უფრო ამორალური:
"ლიბერთი ბანკის" სანქცირების შემთხვევაში, რისი ალბათობაც მაღალია იმ შემთხვევაში, თუ ის მოემსახურება სანქცირებულ კომპანიებს და პირებს, საქართველოს მოქალაქეებს დაახლოებით 8-დან 12 თვის განმავლობაში შეუჩერდებათ პენსიებისა და სოციალური დახმარებების გაცემა, სანამ სხვა რომელიმე ბანკი არ გადაიბარებს ამ ფუნქციას.
იმისათვის, რომ "ლიბერთი ბანკს" არ შეეხოს სანქციები, რეჟიმს ფარად ეყოლება აფარებული პენსიონერები და სოციალურად დაუცველები!
პრაქტიკულად შანტაჟის ქვეშ ეყოლება დასავლური ინსტიტუტები, რადგან ლიბერთი ბანკის დასანქცირება გამოიწვევს ქვეყნის სოციალური სისტემის კოლაფსს. სწორედ ამ შესაძლო უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური კრიზისის საფრთხის გამოყენებით, რეჟიმი ცდილობს შეაჩეროს "ლიბერთი ბანკზე" სანქციების გავრცელება და უზრუნველყოს აქტივების თავისუფალი მოძრაობა," — წერს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემის (CIPS) პრეზიდენტს, ფუ ჰუანგს შეხვდა. მხარეებმა ეროვნულ ბანკსა და CIPS-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტებისთვის CIPS-ის გლობალურ ქსელთან წვდომის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თურნავა ამტკიცებს, რომ CIPS-თან თანამშრომლობა მეტად გაამარტივებს გადახდებს, გადარიცხვებსა და ტრანზაქციებს ორ ქვეყანას შორის, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში.
CIPS-ის პრეზიდენტი კი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კავშირი საზღვრისპირა გადახდების რაოდენობის ზრდაზე აისახება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები