კრიტიკის შემდეგ, CBS სტივენ კოლბერის "გვიანი შოუს" დახურვას გეგმავს
ფოტო: NBC News
დონალდ ტრამპის სარჩელზე ხუმრობის შემდეგ, CBS-მა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სტივენ კოლბერის გვიანი შოუს დახურვას გეგმავს, მიზეზად "ფინანსური კრიზისი" დასახელდა.
"ვფიქრობთ, სტივენ კოლბერს შემცვლელი არ ჰყავს, ამიტომ 2026 წლის მაისში გადაცემას დავხურავთ", — განაცხადეს CBS-ის ხელმძღვანელებმა — "ვამაყობთ, რომ CBS სტივენის სახლად იქცა, ეს გადაწყვეტილება ფინანსური კრიზისის გამო მივიღეთ და არანაირად არის დაკავშირებული შოუს შესრულებასთან, შინაარსთან ან Paramount-ში მიმდინარე სხვა საკითხებთან".
კოლბერმა მაყურებლებს ამბავი ხუთშაბათს, გადაცემის ჩაწერისას გააცნო, გადაწყვეტილებამ სტუდიაში მყოფი მაყურებლების მხრიდან არც თუ ისე სასიამოვნო უკუკავშირი დაიმსახურა.
"მინდა გითხრათ, რომ CBS-ის თანამშრომლები შესანიშნავი ადამიანები არიან ", — თქვა კოლბერმა და დასძინა — "რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ თქვენი, მაყურებლების, ვინც ყოველ საღამოს გვიყურებდით და გვისმენდით".
ფოტო: CBS
კოლბერი — რომელმაც CBS-ის პროგრამა 2015 წელს დევიდ ლეტერმანისგან გადაიბარა — ტელევიზიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი გახდა.
როგორც ცნობილია, წამყვანს შოუს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ოთხშაბათს საღამოს აცნობეს.
"ეს არა მხოლოდ ჩემი შოუს დასასრული, არამედ CBS-ზე გასული გვიანი შოუს დასასრულია. მე არ შემცვლიან, შოუ უბრალოდ გაქრება", — განაცხადა წამყვანმა.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის დახურვის შესახებ განცხადება ზუსტად ორი კვირის შემდეგ გაკეთდა, რაც CBS-ის მშობელი კომპანია Paramount პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 16 მილიონიან სარჩელზე მორიგდა, რომელიც ტრამპის 2024 წლის არჩევნებში კონკურენტ კამალა ჰარისთან CBS-ზე გასულ ინტერვიუს ეხებოდა.
დემოკრატმა სენატორმა, ადამ შიფმა, ხუთშაბათს X-ზე გამოაქვეყნა, რომ მან კოლბერთან ინტერვიუს ჩაწერა გაუქმების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა.
მან ეჭვი შეიტანა, დაკავშირებული იყო თუ არა ეს განცხადება 16 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციასთან, რომლის გადახდა ტელეარხს ტრამპის სარჩელის შემდეგ დაევალა."თუ Paramount-მა და CBS-მა გადაცემა პოლიტიკური მიზეზების გამო დახურა, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ტრამპსა და Paramount-ს შორის შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც ტრამპმა გასული წლის ოქტომბერში CBS-ს უჩივლა და განაცხადა, რომ ტელეარხმა გამიზნულად დაამონტაჟა მის საპრეზიდენტო კონკურენტ კამალა ჰარისთან ინტერვიუ, რომელიც საინფორმაციო პროგრამა 60 წუთში გავიდა, რათა "სასწორი დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ გადაეხარა".
ბარაკ ობამა და სტივენ კოლბერი
ფოტო: Politico
კოლბერმა, გადაცემაში მუშაობის პერიოდში, მრავალ დემოკრატ პოლიტიკოსს უმასპინძლა. გასულ თვეში მან ისაუბრა ზოჰრან მამდანისთან, დემოკრატ სოციალისტთან, რომელიც ნიუ-იორკის შემდეგი მერის არჩევნებში ლიდერობს.
ტელეარხის თქმით, გადაცემის გაუქმების გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როდესაც გაანალიზეს, რომ ტელეარხებს უჭირთ ახალგაზრდა მაყურებლების მოზიდვა ონლაინ სტრიმერების, პოდკასტების კონკურენციისა და პირდაპირი ეთერის ფასების ზრდის ფონზე.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი გადაცემა ჩაანაცვლებს გვიან ღამეს. გადაცემის ბოლო ეპიზოდს მაყურებელი 2026 წლის მაისში, მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, იხილავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები