ადა მარშანიას განცხადებით, სასჯელი რომელიც მზია ამაღლობელს ემუქრება, თანაზომიერი არ არის
საქართველოს 4 მოწვევის (1992, 1995, 1999, 2016) პარლამენტის წევრი, ადა მარშანია მიიჩნევს, რომ 4-დან 7 წლამდე პატიმრობა, რაც მზია ამაღლობელს ემუქრება, თანაზომიერი სასჯელი არ არის. ამის შესახებ მან Netgazet-ს განუცხადა.
"თვითონ ფაქტი არის ძალიან მძიმე და არასასიამოვნო. რა თქმა უნდა, რეზონანსულია გასაგები მიზეზების გამო. თუ ადრე გამიკვირდებოდა ეს ყველაფერი, ახლა უკვეა არ მიკვირს ოცნების ხელში. ყოველდღიურად ძალიან ცუდად იქცევა დღევანდელი ხელისუფლება.
მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის თანაზომიერი სასჯელი. აქ ის არის სპეციფიკა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს, რომელიც იყო უნიფორმაში, სილა გააწნა. ეს სიმბოლურად აღქმულია, რომ ხელისუფლებას გააწნა სილა და ამიტომაც არის ასეთი მიდგომა, ასეთი სისასტიკე და სიმკაცრე. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ თავის თავი და პრესტიჟი უნდა დაიცვას, მაგრამ უამრავი საშუალება აქვს, რომ სახე შეინარჩუნოს და არ ჩაუღრმავდეს ამ ფაქტს" — განაცხადა ადა მარშანიამ.
მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მზია ამაღლობელის დასჯა, მიანიშნებს რომ ოცნების მთავრობა თავს მყარად არ გრძნობს.
"ქალბატონი იყო ემოციებში და გასაგებია მისი მდგომარეობა, მე, მაგალითად, მესმის. რა თქმა უნდა, მას სამაგალითოდ სჯიან და აღიქვეს ისე, როგორც მათ მიმართ გაწნული სილა. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდად გრძნობს ხელისუფლება თავს და ამიტომ ჩაუღრმავდა ამ ფაქტს. ე.ი. არ გრძნობს თავს მყარად და ავტორიტეტიანად.
ადამიანი როდესაც დარწმუნებულია თავის თავში, კარგ საქმეებს აკეთებს და პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში, ის ბევრ ვინმეს ბევრ რამეს პატიობს, რადგან მისი მდგომარეობა მყარი და გამართულია. როდესაც ასეთი მდგომარეობა არ აქვს ხელისუფლებას, ის ასე ჩაიციკლება. ამიტომ ხდება ეს ყველაფერი," — განაცხადა მან.
როგორც ადა მარშანია აღნიშნავს, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო მზია ამაღლობელს სასჯელის გარეშე დატოვებს.
"სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, არ მაქვს იმედი, რომ [მზია ამაღლობელს პატიმრობას არ მიუსჯიან]. ეს არის ცუდი არა მხოლოდ კონკრეტულად ამ ფაქტის გამო და ქალბატონი მზიას გამო, საერთოდ საზოგადოებისთვის ცუდი ფაქტი იქნება, რომ ხელისუფლება ასეთ მდგომარეობაშია და ასე არის განწყობილი," — განაცხადა ადა მარშანიამ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები