თურქეთში აშშ-ის ელჩის თქმით, ისრაელსა და სირიას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა
ფოტო: REUTERS/Karam al-Masri
ისრაელსა და სირიას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, სირიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სვეიდას პროვინციაში მძიმედ გამწვავებული დაპირისპირების შემდეგ შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
კონფლიქტის დროს, დრუზ ხალხსა და ბედუინ მებრძოლებს შორის შეტაკებებმა 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
შეთანხმება ისრაელის მიერ დამასკოსა და სირიის სამხრეთის ტერიტორიებზე განხორციელებული ავიაიერიშების შემდეგ გაფორმდა — ისრაელის თქმით, დარტყმების მიზანი დრუზი უმცირესობის დაცვა იყო. დრუზები ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფია, რომელსაც წარმომადგენლები ჰყავს, როგორც სირიაში, ასევე ლიბანსა და ისრაელშიც.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თურქეთში აშშ-ის ელჩმა ტომ ბარაქმა დაადასტურა, რომელმაც სირიის სხვადასხვა თემს შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტისკენ მოუწოდა:
"მოვუწოდებთ დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაუშვან იარაღი და სხვა უმცირესობებთან ერთად ახალი და ერთიანი სირიული იდენტობის ჩამოყალიბებაზე იმუშაონ," — განაცხადა ტომ ბარაქმა.
შეთანხმება აშშ-ის, თურქეთის, იორდანიისა და რეგიონის სხვა აქტორების შუამდგომლობით გაფორმდა.
თავდაპირველად ისრაელი სირიის სამხრეთში სირიის ძალების შეყვანას ეწინააღმდეგებოდა, თუმცა ახლა ის 48-საათიან პერიოდს, რომლის განმავლობაში სირიის შიდა უსაფრთხოების ძალებს სვეიდაში წესრიგის აღდგენის უფლება ექნებათ, დასთანხმდა.
სირიის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ძალების სვეიდაში შეყვანა დაადასტურა:
"ეს არის სპეციალური დანიშნულების ძალა სამხრეთში, რომლის მიზანი დაპირისპირების დასრულებაა, პოლიტიკური და უსაფრთხოების ზომებთან კოორდინაციით, რათა სტაბილურობა აღდგეს და არ დაუშვან ძალადობის ხელახლა გაჩენა", — განაცხადა მან.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, სვეიდაში ათასობით ბედუინი მებრძოლი კვლავ შედის. ადგილობრივები მძიმე ჰუმანიტარული პირობების შესახებ იუწყებიან. ისინი საკვების, წყლის, საწვავის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის მწვავე დეფიციტზე საუბრობენ.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო აცხადებს, რომ 2,000-ზე მეტი ოჯახია იძულებით გადაადგილებული და მოუწოდებს მხარეებს, ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა უზრუნველყონ.
აშშ-მ კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის მიმართ, თუმცა აღნიშნა, რომ ისრაელის ბოლო საჰაერო დარტყმებს მხარს არ უჭერდა. სირიის გარდამავალი პერიოდის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ, რომელიც დასავლეთთან კავშირებს ამყარებს, ისრაელი სირიის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა და დრუზი უმცირესობის დაცვაზე განაცხადა:
"დავიცავთ ჩვენს დრუზ მოქალაქეებს", — თქვა შარამ.
კონფლიქტის შესახებ ვრცლად იხილეთ:
ისრაელმა დამასკოს ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა — კონფლიქტის მიზეზები და საერთაშორისო გამოხმაურება
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები