Practical Magic 2 იწყება — ნახეთ ნიკოლ კიდმანის და სანდრა ბულოკის პირველი დღე გადასაღებ მოედანზე (ვიდეო)
აბრაკადაბრა, ჯადოქრები ბრუნდებიან!
ფოტო: Warner Bros.
Practical Magic 2-ზე მუშაობა აქტიურ ფაზაში შედის — 1990-იანების საკულტო ფილმად ქცეული რომანტიკული ფენტეზის გადაღებები სულ ახლახან დაიწყო და ამის შესახებ პირველმა ნიკოლ კიდმანმა გვაცნობა. კიდმანი, სანდრა ბულოკთან ერთად, ისევ მთავარ როლში მოგვევლინება. გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ პირველ კადრებში სწორედ დებ ოუენსებს — კიდმანისა და ბულოკის პერსონაჟებს — ვხედავთ.
"ჯადოქრები ბრუნდებიან — დები ოუენსების პირველი დღე გადასაღებ მოედანზე", — დაწერა კიდმანმა ინსტაგრამზე.
პრაქტიკული მაგია ეკრანებზე 1998 წელს გამოვიდა. რეჟისორ გრიფინ დანის ნამუშევარი ელის ჰოფმანის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია გახლავთ. ნაწარმოები ორ ჯადოქარ დაზე, სალი და ჯილიან ოუენსებზე, გვიყვება. ოუენსები ჯადოქრების დიდ შტოს წარმოადგენენ, მაგრამ ადრეულ ასაკში დაობლებული დების ცხოვრების ნაწილია საგვარეულო წყევლაც — ვისაც ოუენსების ქალი შეუყვარდება, უდროო სიკვდილისთვისაა განწირული.
საინტერესო ფაქტი ფილმზე: რეჟისორმა გადაღებებისთვის "ნამდვილი ჯადოქარი" აიყვანა კონსულტანტად, რომელმაც მოგვიანებით დამატებითი ანაზღაურება და ფილმის მოგებიდან წილი მოითხოვა. რადგან ამ მოთხოვნას პროდიუსერებმა უარით უპასუხეს, "ჯადოქარს" პროექტიც და გრიფინ დანიც დაუწყევლია.
პრაქტიკულ მაგიას გამოსვლისთანავე დიდი წარმატება არ მოჰყოლია: $75-მილიონიანი ბიუჯეტის საპირწონედ, ფილმმა მხოლოდ $68,3 მილიონის გამომუშავება შეძლო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ფილმი საკულტო ნაწარმოებად იქცა, რომელიც ჰელოუინის კინომარათონის განუყოფელი ნაწილია.
ფოტო: Warner Bros.
რაც შეეხება გაგრძელებას, პრაქტიკული მაგია 2-ის რეჟისორი სიუზენ ბიერი იქნება, რომელთან ერთადაც კიდმანს უმუშავია ფილმზე The Perfect Couple, ბულოკს კი — თრილერზე Bird Box. ოუენსების ახალი ისტორიის სცენარისტი კვლავაც ოსკაროსანი აკივა გოლდსმენია, კიდმანი და ბულოკი კი პროდიუსერებადაც მოგვევლინებიან.
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული მაგია 2-ის მსახიობებს შორის არიან დაიან უისტი და სტოკარდ ჩენინგიც, რომლებმაც წინამორბედ ფილმში დები ოუენსების გამზრდელი დეიდები განასახიერეს. თუმცა, ახალ ფილმში ვერ ვიხილავთ ევან რეიჩელ ვუდს, რომელიც პირველ ნაწილში ბულოკის პერსონაჟის შვილს თამაშობდა.
"[ფილმის შემქმნელებს] ჩემი ჩართვაც შევთავაზე, თუნდაც ერთი სცენა ან ერთი წინადადება რომ ყოფილიყო, მაგრამ მითხრეს, რომ სხვა მსახიობს ეძებენ", — განაცხადა ვუდმა, — "ვწუხვარ, რომ ჩემი გულშემატკივრების გაწბილება მიწევს, ჩემზე არ ყოფილა ეს დამოკიდებული. მე სიხარულით შევუერთდებოდი ჩემს დებს".
პრაქტიკული მაგია 2-ის პრემიერა 2026 წლის 18 სექტემბერს შედგება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები