უკრაინელმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერშეტევის დროს რუსული "გაზპრომის" მონაცემთა ბაზები წაშალეს
უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) კიბერსპეციალისტებმა რუსული ენერგეტიკული გიგანტის, "გაზპრომის" ქსელური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელეს, რამაც მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ "გაზპრომი" და რუსეთის ხელისუფლება გავრცელებულ ინციდენტზე კომენტარს არ აკეთებენ.
სავარაუდო ოპერაცია 17 ივლისს განხორციელდა და მისი სამიზნე "გაზპრომისა" და მისი შვილობილი კომპანიების მიერ გამოყენებული სისტემები იყო, რომლებიც უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, პირდაპირ არიან ჩართულნი რუსეთის ომის მხარდაჭერაში.
ცნობისთვის, "გაზპრომი" რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გაზის მწარმოებელი და ექსპორტიორია.
სავარაუდოდ, კიბერშეტევამ დიდი მოცულობის მონაცემები გაანადგურა და კომპანიის საინფორმაციო სისტემებისთვის დამატებითი ზიანის მისაყენებლად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა დააყენა.
"რუსული საინფორმაციო სისტემების ტექნოლოგიურ შუა საუკუნეებამდე დეგრადაცია გრძელდება...
ჩვენ ვულოცავთ რუს "კიბერსპეციალისტებს" ამ ახალ მიღწევას და ვურჩევთ მათ თანდათანობით შეცვალონ მაუსები და კლავიატურები ჩაქუჩებითა და ქინძისთავებით," — განუცხადა HUR-ის წყარომ Kyiv Independent-ს.
უკრაინული მედიის ცნობით, "გაზპრომის" შიდა სისტემებზე წვდომა თითქმის 20 000 ადმინისტრატორს გაუუქმდა და ძირითადი მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლები წაიშალა. როგორც ამბობენ, შეტევამ დაახლოებით 390 შვილობილი კომპანია და ფილიალი დააზარალა, მათ შორის "გაზპრომ ტეპლო ენერგო", "გაზპრომ ობლ ენერგო" და "გაზპრომ ენერგოზბიტი".
მოგვიანებით, 19 ივლისს, წყარომ განადგურებული მონაცემების შესახებ უკრაინულ მედიას დამატებითი დეტალები მიაწოდა.
"კიბეროპერაციის შედეგად განადგურდა კორპორაციის კონტრაქტების, გრაფიკების და ტარიფების ჩანაწერები, მათ შორის მონაცემები იმის შესახებ, თუ ვის და რამდენი გაზი/ნავთობი უნდა მიეწოდოს, გადახდების, გადასახადების, "გაზპრომის" ფინანსური ბალანსის, კორპორაციის ლიცენზიებისა და იურიდიული შეთანხმებების შესახებ," — ამბობს წყარო მედიასთან.
მისივე თქმით, ასევე განადგურდა წნევის, ხარჯების, გაზის, ნავთობის ბალანსების მართვის სისტემების, "გაზპრომის" ჭაბურღილებისა და ქსელების შესახებ მონაცემები.
წყაროს აქვს ვიდეო და ეკრანის ანაბეჭდები, რომლებიც, როგორც ჩანს, რუსულ მონაცემთა ბაზებში ღრმა წვდომას ადასტურებდა, თუმცა Kyiv Independent-ს მტკიცებულებების ავთენტურობას ვერ ადასტურებს.
წყაროს თქმით, უკრაინელმა ჰაკერებმა რუსული სისტემებიდან წაშლამდე ასობით ტერაბაიტი მონაცემი გადმოწერეს.
წყაროების ცნობით, თავდამსხმელებმა მოახერხეს „უკიდურესად მძლავრი“ სერვერების კლასტერების განადგურება, რომლებზეც მუშაობდა 1C, პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ფართოდ გამოიყენება დოკუმენტებისა და კონტრაქტების, მილსადენების, სარქველების, ტუმბოების და SCADA სისტემების ანალიტიკური მონაცემების სამართავად — რაც "გაზპრომის" ტექნიკური ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ძირითადი ელემენტებია.
როგორც ამბობენ, რამდენიმე სერვერს ოპერაციული სისტემა წაშლილი ან გამორთული ჰქონდა და ბევრი მოწყობილობის BIOS (ძირითადი firmware) დაზიანებული იყო, რაც მათ ფიზიკური შეკეთების გარეშე უმოქმედოს ხდიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები