დილა მეტეხის უბანში — როგორ შეცვალეს მეწარმე ქალებმა ტურისტული ადგილის რუტინა
ფოტო: საქართველოს ბანკი
თბილისში, მეტეხის უბანში, კაფე დილა სტუმრებს ნოყიერი საუზმით უკვე ერთი წელია, უმასპინძლდება. მის მიღმა კი ახალგაზრდა მეწარმე ქალები დგანან, რომლებმაც გადაწყვიტეს, საკუთარი სახლის კარი ფართოდ გაეღოთ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. შედეგად: პატარა, მყუდრო კაფემ უკვე არაერთი სტუმრის გული მოიგო.
მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლილე ხოფერია გვიყვება, თუ როგორ გაჩნდა იდეა, როგორ მართავენ ბიზნესს ციფრული აპლიკაციების დახმარებით და რა გეგმები აქვთ მომავალში.
როგორ დაიბადა კაფე დილას იდეა?
ადგილიც და გარემოც სრულიად ორგანული იყო ამ გადაწყვეტილებისთვის. აქ ვცხოვრობდი და თავდაპირველად სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთეთ. პარალელურად, მე და ჩემს მეგობარს, თამარ ლატარიას, ძალიან გვინდოდა კაფე ან ბარი გაგვეხსნა, ამაზე დიდხანს ვფიქრობდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ ტურისტულ უბანში, სადაც ბევრი საოჯახო სასტუმროა, მაგრამ კაფეები არ არის, ნამდვილად ღირდა ასეთი ობიექტის გახსნა. ასე გაჩნდა დილა, კაფე საუზმისა და ლანჩისთვის.
და რატომ დილა?
დილა ახალ ენერგიასთან და დასაწყისთან ასოცირდება, ამაში კი საუზმე განსაკუთრებული როლს ასრულებს. სწორედ ამ იდეაზე დაყრდნობით შევქმენით მენიუსა და კაფეს კონცეფცია. ასორტიმენტი მრავალფეროვანია: სტუმრებს, როგორც კვერცხის ბაზაზე შექმნილი კერძების ვარიაციებს, ისე სენდვიჩებს, ვეგანურ და ვეგეტარიანულ სამზარეულოს ვთავაზობთ. გვინდოდა, საუზმე ევროპული, მაგრამ ქართულ ნოტებთან შერწყმული ყოფილიყო. ეს ისეთი ავთენტური ინგრედიენტების გამოყენებით გამოგვივიდა, როგორებიცაა სვანური მარილი, ჯონჯოლი და სხვ.
რა გამოწვევები იყო პირველივე წელს?
კაფე 2024 წლის აგვისტოში გავხსენით, ტურისტულ სეზონზე და პირველივე თვეებში უამრავი სტუმარი მივიღეთ. მაგრამ შემოდგომის ბოლოს, როდესაც ტურისტების ნაკადი მცირდება, შედარებით რთული პერიოდი დაგვიდგა. მიუხედავად ამისა, ადაპტაცია მოვახერხეთ და გამოძახების სერვისები დავამატეთ. ეს სტაბილურობის მიღწევასა და ცნობადობის ზრდაში დაგვეხმარა.
როგორი იყო სტუმრების გამოხმაურება?
ძალიან თბილი და გულწრფელი. განსაკუთრებით ის მოსწონთ, რომ კაფე დილის 8 საათიდან იღება – ეს ბევრისთვის მნიშვნელოვანია. ხშირად წინა საღამოს დაჯავშნილი წინასწარი შეკვეთებიც შემოდის, რაც მიგვანიშნებს, რომ ადამიანებმა დილა საკუთარი რუტინის ნაწილად აქციეს. არაერთ სტუმარს სოციალურ ქსელებშიც დაუტოვებია შეფასება, რომ ცხოვრებაში საუკეთესო სენდვიჩი ჩვენთან დააგემოვნა. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი კომპლიმენტია.
ციფრული გადაწყვეტების გარეშე მსგავსი საქმიანობა რთულია. როგორია ამ კუთხით თქვენი გამოცდილება?
ჩვენ ყოველდღიური გადარიცხვების, ანგარიშის მართვისა თუ შემოსავლის კონტროლისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალს, ასევე ინტერნეტ ბანკსა და მობილბანკს საკმაოდ აქტიურად ვიყენებთ. ჩვენნაირი მცირე ბიზნესისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ გვჭირდება ბუღალტრის რესურსი, ფინანსებს დამოუკიდებლად, ერთ სივრცეში ვმართავთ. რაც მთავარია, ტრანზაქციები მომენტალურად აისახება და ეს საქმეს ძალიან გვიმარტივებს.
ტერმინალი ჩვენი მომხმარებლებისთვის დიდი კომფორტია. ძალიან ახარებთ, როდესაც ასეთ პატარა კაფეში ციფრულად შეუძლიათ გადახდა. ეს მომხმარებლის ნდობას იწვევს, ხოლო ჩვენთვის ძალიან მოსახერხებელია. ასევე, ვიცით, რომ მომავალში, თუკი ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვა დაგვჭირდება, ძალიან დიდ როლს შეასრულებს იმ ფინანსური დინამიკის წარდგენა, რომელიც დღეს ჩვენს ბიზნეს ანგარიშზე აღირიცხება.
ასევე, ვგეგმავთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერისა და Ads მენეჯერის გამოყენებასაც. გვინდა, მომხმარებლებისთვის შეთავაზებები უფრო ხშირად შევქმნათ. საკურიერო სერვისებთან პარტნიორობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შეთავაზებების შემთხვევაში გამოძახების რაოდენობაც იზრდება.
როგორია თქვენი მომავლის ხედვა?
ჩვენ ორიენტირებულნი ვართ გაფართოებაზე, ვფიქრობთ დამატებითი ფილიალების გახსნაზე. დილა ახალი ენერგიის, მოძრაობის, სიმშვიდის სიმბოლოა. სწორედ ეს შეგრძნება გვინდოდა გადმოგვეცა კაფეს მეშვეობით და ვფიქრობ, გარკვეულწილად, ეს შევასრულეთ. ჩვენთან შემოსულმა ადამიანმა იცის, რომ რაც უნდა შეუკვეთოს, მისი დილა სრულფასოვნად და სასიამოვნოდ დაიწყება. ახლა ჩვენი მიზანია, ეს გამოცდილება უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები