რუსეთის FSB ორ ოს მოზარდს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს
15 წლის ორი მოზარდი ჩრდილოეთ ოსეთიდან ტერორიზმის მუხლით დააკავეს. მათ ბრალი მას შემდეგ წაუყენეს, რაც ხელისუფლებამ ისინი სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მათი დაკავება და ბრალდებები ოფიციალურ Telegram-არხზე პარასკევს გაავრცელა.
კომიტეტის განცხადებით, მოზარდები მას შემდეგ დააკავეს, რაც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ პირად ნივთებში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის კომპონენტები აღმოაჩინეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებელ მასალებს, ე.წ. "სპეციალური ლიტერატურის" მეშვეობით სწავლობდნენ, რომელიც დახურულ მესენჯერში ვრცელდებოდა.
არსებული ინფორმაციით, 2025 წლის მაისში, ბიჭებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების დასამზადებელი მასალები ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ მოზდოკში შეიძინეს და ისინი საკუთარ სახლებში შეინახეს. ოფიციალური პირების თქმით, მათი გეგმები უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმამდე ჩაშალა. ბრალდებულების სახელები არ საჯაროვდება.
FSB-ს ინფორმაციით, მოზარდების ტელეფონებში ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების ინსტრუქციები აღმოჩნდა, ასევე მიმოწერა "უცხოეთში მყოფ მებრძოლებთან", რომლებიც, სავარაუდოდ, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, რომელიც რუსეთში აკრძალულია. ასევე ამოღებულია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტები.
მოზარდებს წარდგენილი აქვთ ბრალდება ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებასა და ტერორისტული მიზნებით მომზადებაში. ეს ბრალდებები ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.
FSB-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის განცხადებით, უკრაინის დაზვერვის სამსახურები, სავარაუდოდ, აქტიურად მოქმედებენ ონლაინ სივრცეში — მათ შორის მესენჯერებში, როგორიცაა Telegram და WhatsApp — რათა "ახალგაზრდები და არასრულწლოვანი რუსი მოქალაქეები უკანონო საქმიანობაში ჩაითრიოს". უწყებამ მოუწოდა რუს მოქალაქეებს, ფხიზლად იყვნენ და ამ პლატფორმებზე უცნობ კონტაქტებთან კომუნიკაცია "თავიდან აიცილონ". თუმცა განცხადებაში არ თქმულა, რომ უკრაინული სამსახურები უშუალოდ დაკავშირებულნი იყვნენ სავარაუდო თავდასხმის მომზადებასთან.
მასალის გამოქვეყნების დროისთვის, მოზარდების ადვოკატების ან ნათესავების კომენტარები საჯაროდ არ გავრცელებულა. ასევე უცნობია, აღიარეს თუ არა ბრალდებულებმა დანაშაული.
ივლისის დასაწყისში, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 14-დან 17 წლამდე ასაკის 150-ზე მეტი მოზარდი ქვეყნის ოფიციალურ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში უკვე შეიყვანეს, რაც "როსფინმონიტორინგის" მონაცემებზე დაეფუძნა.
სიის თანახმად, ამჟამად მასში 155 არასრულწლოვანი შედის: ერთი 14 წლის, 23 — 15 წლის, 46 — 16 წლის და 85 — 17 წლის. რუსეთის ტერორისტებისა და ექსტრემისტების სრულ რეესტრში დაახლოებით 18,000 ადამიანი ირიცხება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები