ალიევთან დაკავშირებული ბანკების კრიტიკის შემდეგ, აზერბაიჯანელი რეპერი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს
აზერბაიჯანელი რეპერი აკბარ ნოვრუზლუ ეპი პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების უკანონო შენახვასა და წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნეს და ერთ თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა, დამოუკიდებელი მედიასაშუალების, Meydan TV-ის განცხადებით, ის დააპატიმრეს, რადგან რეპ-შეჯიბრების დროს გააკრიტიკა Pasha Bank-ი და Kapital Bank-ი, რომლებიც ნაწილობრივ პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის წევრებს ეკუთვნით.
Pasha Bank და Kapital Bank Pasha Holding-ის საკუთრებაა, რომლის აქციონერებს შორისაც არიან ალიევის ქალიშვილები.
თავდაპირველად, პროსამთავრობო მედიასაშუალება Qafqazinfo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპი დააკავეს "შეურაცხმყოფელი და ვულგარული გამოთქმების გამოყენებისთვის".
თუმცა, Meydan TV-მ განაცხადა, რომ რეპერი, სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე დღის წინ ბაქოს ბულვარზე რეპ-შეჯიბრების დროს ბანკების შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეოები, რომლებიც მიუთითებს, რომ დაკავების მიზეზი ეპის მიერ სცენაზე რეპერ პარვიზ გულუზადა პასტერისთვის ნათქვამი სიტყვები იყო.
"შენც რადიკალი იყავი. ერთ დროს Pasha Bank-ზე "დისი" დაწერე და ახლა Kapital Bank-ის კალთაში იჯექი," — Meydan TV-ის ცნობით, რეპავდა ეპი რეპ-ბრძოლის დროს.
სოციალურ ქსელებში სიახლეების კომენტარებში მაყურებლებმა განაცხადეს, რომ ბრძოლაში უცენზურო ენა მისაღებია და ეს რეპში ნორმალური მოვლენა უნდა იყოს.
ეპიმ ასევე ბოდიში მოიხადა ოთხშაბათს და თქვა, რომ ნანობს, თუ ვინმეს ოჯახი შეაწუხა თავისი უცენზურო ენით.
"ჩვენს პროფესიაში გარკვეული დოზით არსებობს უხეშობა. რა თქმა უნდა, ეს უნებლიეა. მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები," — განაცხადა რეპერმა.
უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ეპის Pasha Bank-ის კრიტიკასთან დაკავშირებით აპატიმრებენ.
Qafqazinfo-ს ცნობით, ხუთი წლის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს რეპერი პარვიზ გულუზადა პასტერიც. მისი დაპატიმრება მალევე მოხდა მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა რეპი, რომელშიც იყო ფრაზა: "მე დავიპყრობ ქვეყანას ისე, როგორც Pasha Bank-მა გააკეთა".
YouTube-ის მომხმარებლებმა ვიდეოს ქვეშ კომენტარებში აღნიშნეს, რომ ვიდეო მისი დაპატიმრების შემდეგ მიუწვდომელი გახდა.
თუმცა, ბოლო წლებში პასტერი თავს იკავებდა ბანკის კრიტიკისგან და Meydan TV-ის ცნობით, ის Kapital Bank-ის რეკლამის სახე გახდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები