პროკურატურის განცხადებით, მზია ამაღლობელის საქმეზე საპროცესო გარიგებას განიხილავენ
ფოტო: On.ge
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორის, თორნიკე გოგეშვილის თქმით, "დაზარალებული" დგებუაძე თანახმაა ამაღლობელთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს. საპროცესო შეთანხმება გულისხმობს, რომ მზია ამაღლობელმა "აღიაროს" პოლიციელზე თავდასხმა და ამ შემთხვევაში, მას სასჯელი შეუმსუბუქდება.
"მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]" — თქვა გოგეშვილმა.
საქმის მეორე პროკურორმა, შოთა ჩხაიძემ განაცხადა, რომ "უტყუარად დასტურდება" მზია ამაღლობელის ჩადენილი დანაშაული და ამის უკან შურისძიების მოტივი იდგა. ჩხაიძემ შემდეგ დასძინა, რომ ამაღლობელს "კანონით გათვალისწინებული სასჯელი" უნდა დაენიშნოს.
"უტყუარად დასტურდება რომ მზია ამაღლობელმა შურისძიების მიზნით განახორციელა თავდასხმა ირაკლი დგებუაძეზე. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული. შესაბამისად, მას უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სასჯელი," — თქვა ჩხაიძემ.
მზია ამაღლობელის ადვოკატის, მაია მწარიაშვილის განმარტებით, პროკურატურა საპროცესო გარიგების ხსენებით, კლასიკურ ხერხს მიმართავს, როდესაც სასამართლო ვერ უმტკიცებს ბრალდებულს დანაშაულს, ზეწოლის ამ ხერხებით ცდილობენ აღიარებითი ჩვენება მოიპოვონ.
"აღიარე, ეს ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, რომ ვითომ პოლიციელებს აყენებდი შეურაცხყოფას, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ თავდასხმა განახორციელე დავალებით, ეს ყველაფერი აღიარე, და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო.
ბრალდებამ შესთავაზა, ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთ და მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო.
მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს? — განაცხადა მწარიაშვილმა.
"ნეტგაზეთის" ცნობით, მზია ამაღლობელი არ აპირებს საპროცესო გარიგებაზე დათანხმებას და ირაკლი დგებუაძის "დაზარალებულად" ცნობას.
შეგახსენებთ, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმე, ექსპერტი, ექიმი-ნევროლოგი ნათია ხარატი დაიკითხა.
ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა მოწმის დაკითხვამდე მისი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა წაუკითხა პროკურორებს. ექსპერტმა დგებუაძის ინტერვიუ გაანალიზა, რომელიც სილის გაწვნიდან, რამდენიმე წუთში არის გადაღებული. ექსპერტმა სასამართლო პროცესზე ასევე დასძინა, რომ ამაღლობელს ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ხელზე დაზიანება ჰქონდა მიღებული, რაც ჩალურჯებით იყო გამოხატული. ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ამაღლობელი დაზიანებული ხელით, ვერ შეძლებდა დგებუაძისთვის ტკივილს გამომწვევი სილის გაწვნას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები