აუქციონზე იყიდება ჯონ ლენონის "უხამსი" სასიყვარულო წერილი პირველი ცოლისადმი
ბითლზმა (The Beatles) მარადიული სიყვარულისადმი მიძღვნილი არაერთი სიმღერა შექმნა. მეორე მხრივ, ჯონ ლენონის სასიყვარულო წერილები განსხვავებულ, მიწიერ პოეტურობას ავლენს.
ამ წერილთაგან ერთ-ერთი 9 ივლისს ლონდონში, კრისტის აუქციონზე გამოჩნდა, სადაც წერილის მოსალოდნელი ფასი 40 000 ფუნტია ($54 000).
ჰამბურგში ყოფნისას 21 წლის ლენონს, თავისი მომავალი ცოლი სინტია პაუელი ენატრება და წერილში წერს: "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ და გიჟივით მენატრები... ნეტავ ახლა შენი ბინისკენ მომავალ გზაზე ვიყო ხელში გაზეთით, შოკოლადებით და ვნებით! ო, როგორ მინდა!"
სხვა, ოთხგვერდიან წერილში ლენონი მაკარტნის ხვრინვაზე წუწუნებს: "პოლმა ყველაფერი თავზე ჩამომამხო (ის ჩემ ზემოთ წევს და თან ხვრინავს)... მოკეტე მაკარტნი".
კრისტის წიგნებისა და ხელნაწერების დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის, ტომას ვენინგისთვის, "არის რაღაც ძალიან შთამბეჭდავი ამ წერილის თავბრუდამხვევ, მხიარულად უხამსს ბუნებაში".
ფოტო: CNN
"ეს წერილი ლენონსა და სინტიას წარმოგვიჩენს, როგორც ორ შეყვარებულ ახალგაზრდას და განსაკუთრებით წარმოაჩენს ლენონის საოცრად უდარდელ და თავისუფალ სახეს" — უთხრა ვენინგმა ოთხშაბათს CNN-ს.
წერილი — საიდანაც სინტია პაუელმა ორი პატარა მონაკვეთი სავარაუდოდ ცენზურის მიზნით ამოჭრა — ლენონმა 6 დღეში, 1962 წლის 19 აპრილიდან 24 აპრილამდე შუალედში დაწერა, როდესაც ბითლზი პირველად წარსდგა ჰამბურგში.
"კითხვისას გრძნობ, რომ ლენონისთვის ცხოვრება საკმაოდ უბრალო რამაა: ეს არის ბითლზებთან ერთად მუსიკის შექმნა და სილვიასთან ერთად ყოფნა" — დაამატა ვენინგმა.
"ის მთლიანად აწმყოთი ცხოვრობს, გადაღლილია — მაგრამ ბედნიერი, და ერთადერთი, რაც აწუხებს, პოლია, რომელიც მის ზემოთ საწოლზე ხვრინავს. ექვს თვეში ყველაფერი შეიცვლება და ცხოვრება აღარასდროს იქნება ასე მარტივი".
ამ დროის განმავლობაში, ჯერ კიდევ შედარებით უცნობი ბენდი, რომლის შემადგენლობაში რინგო სტარის ნაცვლად დრამერი პიტ ბესტი იყო, დაუღალავად შრომობდა და გულგრილი მსმენელის წინაშე უკრავდა.
"უზარმაზარი კლუბია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ სამი საათით ვუკრავთ, მეორე დღეს კი ოთხი საათით, თანაც ერთსაათიანი შესვენებები გვაქვს და ამგვარად, საერთოდაც არ გვეჩვენება ხანგრძლივად... ღმერთო, ქანცი გამძვრა, დილის 6 საათია და მე შენთან ერთად ყოფნა მინდა" — წერს ლენონი.
წერილის დაწერამდე ცხრა დღით ადრე, ბენდის ყოფილი წევრი, ბასისტი სტიუარტ სატკლიფი, 21 წლის ასაკში მოულოდნელად, ტვინში სისხლჩაქცევით გარდაიცვალა. ლენონის წერილი იწყება მისი ახლო მეგობრის გარდაცვალების ცნობით და იმ მღელვარებაზე საუბრით, რაც სატკლიფის საცოლესთან შეხვედრის გამო აქვს. "აქ ჩამოსვლის შემდეგ ასტრიდი არ მინახავს. მასთან სტუმრობაზე ვიფიქრე, მაგრამ ისეთი უხერხული ვიქნებოდი... ამაზე აღარ დავწერ, რადგან არ არის დიდად მხიარული საკითხი".
ის სხვა თემაზე გადადის და ცდილობს, პაუელს დოტ რონთან — პოლ მაკარტნის მაშინდელ შეყვარებულთან — ერთად ცხოვრება გადააფიქრებინოს.
"არ მომწონს ის აზრი, რომ დოტი მუდმივად შენთან ერთად იცხოვრებს, რადგან მარტო ყოფნის შესაძლებლობა აღარ მოგვეცემა. წარმოიდგინე, ის ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, როცა ჩვენ საწოლში ვწევართ და წარმოიდგინე, რომ პოლი მუდმივად ჩვენთან მოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მე არ ვარ სახლში".
ლენონი და პაუელი ერთი წლის შემდე, 1962 წლის აგვისტოში დაქორწინდნენ და 1963 წლის აპრილში გაუჩნდათ ვაჟი, ჯულიანი. ხუთი წლის შემდეგ კი განქორწინდნენ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები