ტედ ლასოს მეოთხე სეზონის გადაღებები დაწყებულია — აი, რა ვიცით
ფოტო: Apple TV+
ტედ ლასოს მეოთხე სეზონის გადაღება ოფიციალურად დაიწყო.
Apple TV+ ავრცელებს ინფორმაციას, რომ კომედიური სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებები კანზასში მიმდინარეობს, თუმცა ეპიზოდების ნაწილის გადაღება ლონდონშიც იგეგმება.
იხილეთ პირველი კადრები ახალი სეზონიდან:
უკვე დადასტურდა ინფორმაცია, რომ ამ სეზონში დაბრუნდებიან მსახიობები: ჯეისონ სუდეიკისი, ჰანა უოდინგემი, ჯუნო ტემპლი, ბრეტ გოლდშტეინი, ბრენდან ჰანტი და ჯერემი სვიფტი.
ტედ ლასოს მსახიობები
ფოტო: Apple TV+
გარდა ამისა, ტედ ლასოს შეუერთდებიან ტანია რეინოლდსი, ჯუდ მაკი, ფეი მარსეი, რექს ჰეისი, აისლინგ შარკი, ები ჰერნი და გრანტ ფილი. ახალბედა პერსონაჟების ზუსტი დეტალები ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ინახება, თუმცა ცნობილია, რომ ფილი ტედის შვილის, ჰენრი ლასოს როლს შეასრულებს.
ტედ ლასოს ახალი მსახიობები
მეოთხე სეზონის მოკლე მიმოხილვა გვეუბნება:
“ტედი რიჩმონდში ბრუნდება, სადაც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ გამოწვევას იღებს — ხდება მეორე დივიზიონის ქალთა გუნდის მწვრთნელი ფეხბურთში. სეზონის განმავლობაში ტედი გუნდთან ერთად სწავლობს, როგორ გადადგას ნაბიჯები ბევრი ფიქრის გარეშე და ისინი ერთად ისეთ რისკებზე მიდიან, რასაც მანამდე ვერც კი წარმოიდგენდნენ”.
ბრეტ გოლდშტეინი, ჯეისონ სუდეიკისი და ბრენდან ჰანტი ტედ ლასოს მე-3 სეზონში
ფოტო: Apple TV+
მეოთხე სეზონის აღმასრულებელი პროდიუსერები იქნებიან: ჯეისონ სუდეიკისი, ჯეკ ბურდიტი, ჯო კელი, ბრენდან ჰანტი, ჯეინ ბეკერი, ჯეიმი ლი და ბილ ვრუბელი. ბრეტ გოლდშტეინი და ლიან ბოუენი პროდიუსერობასთან ერთად სცენარისტების ფუნქციასაც შეასრულებენ.
სერიალის დებიუტი 2020 წელს შედგა, მისი მესამე სეზონი კი 2023 წელს გამოვიდა. ტედ ლასომ მალევე მიიზიდა უამრავი მაყურებელი — ნაწილობრივ ალბათ იმიტომ, რომ მისი მთავარი გმირი იმ დროს ცდილობდა სიხარულისა და ბედნიერება გავრცელებას, როცა მთელი მსოფლიო COVID-19-ის პანდემიის ურთულეს ეტაპს გადიოდა.
ტედ ლასომ ამ წლების განმავლობაში ემის 61 ნომინაცია მოიპოვა, მათგან კი 13 მოიგო. სერიალი არაერთხელ დაჯილდოვდა საუკეთესო კომედიური სერიალის კატეგორიაში. ჯილდოები დაიმსახურეს სუდეიკისმა და გოლდსტეინმაც.
ემის 2021 წლის დაჯილდოება
ფოტო: Getty Images
ამჟამად უცნობია, ზუსტად როდის გამოვა მეოთხე სეზონი, თუმცა მას სავარაუდოდ 2026-2027 წლებამდე არ უნდა ველოდოთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები