ზელენსკიმ ანტიკორუფციული ორგანოების შემზღუდავ კანონს ხელი მოაწერა
2025 წლის 22 ივლისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, უკრაინის მთავარ ანტიკორუფციული ორგანოების — ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) დამოუკიდებლობას არღვევს. ინფორმაციას ამის შესახებ The Kyiv Independent ავრცელებს.
იმავე დღეს, უმაღლესმა რადამ ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც გენერალურ პროკურორს ახალი უფლებები NABU-სა და SAPO-ს გამოძიებებზე ენიჭება: მას შეუძლია გამოძიებების გადამისამართება, საქმეების გადანაწილება სხვა ორგანოებზე, SAPO-ს უფლებამოსილებების სხვა პროკურორებზე გადაცემა და ასევე, NABU-ს საქმეების დახურვა დაცვის მხარის თხოვნით. კანონს 263 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგი იყო, ხოლო 13-მა თავი შეიკავა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სამშაბათს საღამოს რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანმა დმტრი კოზიატინსკიმ კიევის მცხოვრებლებს მოუწოდა, პარლამენტის მიერ NABU-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობის შელახვა გაეპროტესტებინათ და აქციაზე გამოსულიყვნენ. აქციები ლვოვში, დნიპროში, ოდესასა და სუმშიც დაიწყო.
კოზიატინსკიმ მოქალაქეებს შეკრება 20:00 საათზე ივანე ფრანკოს თეატრთან მდებარე მოედანზე შესთავაზა, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტის ოფისთან ყველაზე მარტივად მისასვლელი ადგილია.
"როგორც იცით, დღეს უმაღლესმა რადამ მიიღო ცვლილებები, რომლებიც ანგრევს ანტიკორუფციული სისტემის დამოუკიდებლობას. დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ NABU და SAP უნდა დაექვემდებაროს გენერალურ პროკურორს. აიღეთ მუყაოს ყუთები და გააკეთეთ პლაკატები, სადაც დაწერთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ ანტიკორუფციული სისტემაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმის შესახებ.
პეტიციების შეგროვება პრეზიდენტისადმი უკვე დაწყებულია, რათა ვეტო დაადოს ამ სისულელეს. მაგრამ სანამ ეს პეტიციები დამტკიცდება, მან ამ კანონპროექტს შეიძლება ხელი მოაწეროს. ამიტომ დრო არ გვაქვს. დღესვე უნდა გამოვიდეთ და მოვთხოვოთ ზელენსკის, არ დაუშვას იანუკოვიჩის დროის დაბრუნება. მაშ ასე, გნახავთ საღამოს," — განაცხადა კოზიატინსკიმ.
მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და პირებს, აქციის პოლიტიზებისგან ან მისი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებისგან თავი შეეკავებინათ.
რატომ გააუქმეს NABU და SAPO?
კანონის მიღებას ანტიკორუფციულ სტრუქტურებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმები უძღოდა წინ. 21 ივლისს, გენპროკურატურამ, უსაფრთხოების სამსახურმა და სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ NABU-სა და SAPO-ს ოფისებში ჩხრეკა ჩაატარეს, ოფიციალურად "რუსული გავლენისა და დარღვევების" გამოსავლენად. 15 თანამშრომელს გამოძიება შეეხო. ერთ-ერთი თანამშრომელი რუსეთის ჯაშუშობაშია ბრალდებული, მეორე — ნარკოტიკებით ვაჭრობასა და პრორუსულ ჯგუფებთან კავშირში. კრივონოსის განცხადებით, ჩხრეკებისას ძალოვანი სტრუქტურები გადამეტებულ ძალას იყენებდნენ, რის შედეგადაც სამი NABU-ს თანამშრომელი დაშავდა.
ამავე პერიოდში, ანტიკორუფციული აქტივისტი და ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის თანადამფუძნებელი ვიტალი შაბუნინი, სახელმწიფო ბიურომ თაღლითობასა და სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებაში დაადანაშაულა — თავად შაბუნინი ბრალდებებს უარყოფს.
NABU-სა და SAPO-ს გაუქმებას კიევში პროტესტი მოჰყვა:
მოგვიანებით, Ukrainska Pravda-ს კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში რამდენიმე ასეული მოქალაქე მშვიდობიან აქციაზე შეიკრიბა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციისა და დიალოგის პოლიციის წარმომადგენლებიც.
მიუხედავად იმისა, რომ კიევსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები ქუჩაში გავიდნენ და ზელენსკის კანონისთვის ვეტოს დადება მოსთხოვეს, პრეზიდენტმა კანონს მაინც მოაწერა ხელი. 23 ივლისს, კანონი ძალაში მას შემდეგ შევიდა, რაც ის Holos Ukrayini-ში — ოფიციალურ იურიდიულ გაზეთში — გამოქვეყნდა.
შუაღამის შემდეგ, ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ NABU-ს, SAPO-ს, უსაფრთხოების სამსახურის (SBU) და გენერალურ პროკურორ რუსლან კრავჩენკოს ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. მისი თქმით, ანტიკორუფციული სტრუქტურები მუშაობას გააგრძელებენ, თუმცა რუსული გავლენის გარეშე, და აუცილებელია სამართლიანობის უზრუნველყოფა.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ცვლილებები NABU-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობას ანგრევს და მათ გენერალურ პროკურორზე დაქვემდებარებულად აქცევს. NABU-მ განაცხადა, რომ "2015 წლის შემდეგ შექმნილი ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა ნადგურდება." ბიუროს ხელმძღვანელი, სემენ კრივონოსი და SAPO-ს ხელმძღვანელი, ალექსანდრ კლიმენკო, კანონს მკაცრად დაუპირისპირდნენ და განაცხადეს, რომ ის უკრაინის ევროატლანტიკურ პერსპექტივებს აზიანებს. მმართველი პარტიიდან ერთადერთი დეპუტატი, ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი ანასტასია რადინა, ღიად დაუპირისპირდა კანონპროექტს, მან კოლეგებს მოუწოდა, რომ საკუთარი თავები არ მოატყუებინათ. მისი თქმით, ეს კანონი ნიშნავს SAPO-ს ფორმალურ არსებობას მხოლოდ ბიუჯეტის სახსრებისთვის.
კანონი რეკორდულად სწრაფად შევიდა ძალაში — ერთ დღეში გაიარა კომიტეტი, პარლამენტი და ხელმოწერა პარლამენტის სპიკერის, რუსლან სტეფანჩუკის მხრიდან.
უკრაინის საერთაშორისო პარტნიორები შეშფოთებას გამოხატავენ. ევროკავშირის განცხადებით, NABU-სა და SAPO-ს დამოუკიდებლობა უკრაინის რეფორმების გზისთვის აუცილებელია. ევროკომისარმა მარტა კოსმა, კანონპროექტს "სერიოზული უკუსვლა" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კანონის უზენაესობა ფუნდამენტურია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები