Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში ზედაზენი გახდა — ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ფოტო: ზედაზენი
სასმელების ქართული ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა — 1 ივლისიდან ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის, Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი გახდა საქართველოში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ეკონომიკისთვის ახალ შესაძლებლობს გახსნის და ადგილობრივი ბიზნესების განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული ცვლილება ეფუძნება 2025 წლის 22 მაისს გაფორმებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციას, რომლის შედეგადაც Daily Group-ისა და Tempo Beverages Ltd-ს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე Tempo Group ზედაზენის საკონტროლო პაკეტის 60%-ის მფლობელი გახდა. Tempo Group სასმელების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელ და დისტრიბუტორ კომპანიას ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ, რომლის სტრატეგიული პარტნიორი გახლავთ Heineken. მნიშვნელოვანია, რომ Heineken თავადაც ფლობს წილს Tempo Group-ში, რაც უზრუნველყოფს ხარისხიან პროდუქტს და მომსახურების საუკეთესო სტანდარტს.
კახაბერ კოტრიკაძე, ზედაზენის დირექტორი: “ჩვენი პარტნიორობა Daily Group-თან და Tempo Beverages-თან აღნიშნავს ისტორიული ეტაპის დასაწყისს საქართველოს წამყვანი ინტეგრირებული საკვები და სასმელების ეკოსისტემის შექმნაში. Tempo-ს მემკვიდრეობამ, რომელიც Heineken-ის საქართველოში დანერგვას გულისხმობს, ფასდაუდებელი გლობალური ბრენდის ექსპერტიზა და ოპერაციული სრულყოფილება მოგვიტანა . ეს გამოცდილება ახლა ჩვენი ჯგუფის მთავარი აქტივია. ჩვენ ერთგულები ვართ იმ მდგრადი ზრდის, რომელიც სარგებელს მოუტანს, როგორც ჩვენს თანამშრომლებსა და მომხმარებლებს, ისე საქართველოს ეკონომიკას. ეს არის ადამიანზე ორიენტირებული მიდგომა — ინვესტირება ნიჭიერებაში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში, რომლის მიზანი გრძელვადიანი ღირებულების შექმნაა. ჩვენი ერთიანი ხედვაა მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება, ბაზრების გაფართოება და ინდუსტრიის წამყვანი პრაქტიკების ხელშეწყობა. ერთად, ჩვენ მიზნად ვისახავთ ქართული ბრენდების რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის ამაღლებას ცხადია, ზედაზენის უნიკალური მემკვიდრეობის გაძლიერების პარალელურად“.
ამ მოვლენის აღსანიშნავად, 22 ივლისს, ქართული ბიზნესების წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ HoReCa სექტორის, ბიზნეს მედიის და ტურიზმის წარმომადგენლები, ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, მელინე არაკელიანი. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქართულ-ისრაელური ეკონომიკური კავშირების სიღრმეს და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს ურთიერთობების განვითარების პოტენციალს. შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისთვის, სამომავლო პარტნიორობები და HoReCa სექტორის გამოწვევები თუ შესაძლებლობები ქვეყანაში.
დანიელ ბიერი, Tempo Beverages-ის აღმასრულებელი დირექტორი: “Tempo Beverages-მა პირველმა შემოიტანა გლობალური ბრენდები, მათ შორის Heineken ზედაზენის პორტფელში, რითiც ჩაუყარა საფუძველი საერთაშორისო სტანდარტებსა დანერგვას ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენს გამოცდილებას ამიერიდან გამოვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად როგორც წარმოების და ლოჯისტიკის გასაძლიერებლად, ასევე, ზრდისა და ინოვაციების დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, რომ ავთენტურობის შენარჩუნების პარალელურად, ქართულ პროდუქციას აქვს წარმატების პოტენციალი გლობალურ კონკურენციაში. ამიტომ, ჩვენ ფოკუსირებული ვართ მდგრადი, საექსპორტო პორტფელის შექმნაზე, რომელიც თანამედროვე მომხმარებლის ყველა მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ჩვენი პარტნიორობა ზედაზენთან მიზნად ისახავს ქართული სასმელების გატანას ეროვნულ საზღვრების მიღმა. ეს პარტნიორობა წარმოადგენს გრძელვადიან ვალდებულებას ინვესტიციებში, მოდერნიზაციასა და ღირებულების შექმნაში ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რაც საშუალებას მოგვცემს გავიტანოთ ქართული სასმელების სრული პოტენციალი გლობალურ ბაზარზე და ერთად მივაღწიოთ მსოფლიო აღიარებას.“
ეს პარტნიორობა არა მხოლოდ ბიზნეს ტრანზაქციაა, არამედ ქართული ეკონომიკის ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღნიშნული კავშირი ქმნის საფუძველს საქართველოს ლუდის ინდუსტრიისა და HoReCa სექტორის შემდგომი განვითარებისთვის — ესაა ახალი ეტაპი, რომელიც ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების ახალ შესაძლებლობებს ხსნის. შესაბამისად კი აძლიერებს როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, არამედ ეხმარება ქვეყანას პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული სასმელების ჰაბი.
ზედაზენის შესახებ
ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი 2011 წელს დაარსდა. დღეს ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელია, რომელიც ცნობილია ხარისხის, ინოვაციისა და ადგილობრივი მემკვიდრეობისადმი ერთგულებით. კომპანია აწარმოებს 30-ზე მეტ სახეობის პროდუქტს, მათ შორის ლუდს, გამაგრილებელ სასმელებს, ცივ ჩაის და ენერგეტიკულ სასმელებს. 2025 წელს, ტემპო ჯგუფმა ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა და ყველაზე ცნობილმა სასმელების მწარმოებელმა და დისტრიბუტორმა, შეიძინა ზედაზენის 60%-იანი საკონტროლო პაკეტი. ტემპო ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორი Heineken-ია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ლუდი. 2025 წელიდან, ზედაზენი გახდა Heineken-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში. ქართული ბაზრის ლიდერი აგრძელებს ინდუსტრიის სტანდარტების ამაღლებას წარმოების უახლესი ტექნოლოგიებითა და მდგრადი განვითარების პრაქტიკით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები