რუსეთში გადაცხოვრებული ტეხასელი კაცი ომის წინა ხაზზე წაიყვანეს — ოჯახი შველას ითხოვს
ფოტო: Euromaidan Press
ტეხასელი კაცი, რომელიც რუსულ არმიას შეუერთდა მთავრობისგან "პატივისა" და პრივილეგიების მისაღებად, მოტყუებული აღმოჩნდა — ის რუსეთ-უკრაინის ომის წინა ხაზზე გაგზავნეს.
ამერიკელი დერეკ ჰაფმანი ფიქრობდა, რომ იდეალური გამოსავალი იპოვა: ოჯახი ტეხასიდან რუსეთში გადაიყვანა "ტრადიციული ღირებულებებისა" და "ლგბტ პროპაგანდისგან" დაცვის მიზეზით. რუსეთის მოქალაქეობის სწრაფად მისაღებად ჰაფმანმა სამხედრო სამსახურში გაწევრიანება გადაწყვიტა, რადგან ფიქრობდა, რომ რუსულ არმიაში საკუთარი სპეციალობით, შემდუღებლად იმუშავებდა.
მაგრამ სამკვირიანი სწავლების შემდეგ ჰაფმანი მალევე უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე გაუშვეს, მიუხედავად მიღებული დაპირებისა, რომ რუსულ არმიაში მას საბრძოლო როლი არ ექნებოდა.
46 წლის სამი შვილის მამა წელს შეუერთდა ტიმ კირბის "ამერიკული სოფლის" პროექტს. კირბი ამერიკელი ტელეპიროვნებაა, რომელიც 2006 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და პუტინის პროპაგანდას აშშ-ში ავრცელებს. ჰაფმანები თავიანთ მოგზაურობას სოციალურ მედიაში ასახავდნენ და რუსულ პროპაგანდისტულ ვიდეოებში ჩანდნენ, პარალელურად კი ახალი ცხოვრებისთვის საჭირო თანხას აგროვებდნენ.
ჰაფმანების ოჯახი რუსეთში
ფოტო: X / HuffmanTime
მაისში დერეკი, სამხედრო გამოცდილების გარეშე, რუსულ არმიაში ჩაეწერა, იმ იმედით, რომ შემდუღებლად იმუშავებდა. მისი ცოლი, დეანა, განმარტავს: "დერეკს უთხრეს, რომ ორ კვირაში წინა ხაზზე პირდაპირ წაიყვანდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, წვრთნებისთვის კიდევ 1 კვირის განმავლობაში დაიტოვეს და ფრონტზე გაგზავნას მაინც უპირებენ."
დერეკის მთავარი მოტივაცია იყო ოჯახისთვის მოქალაქეობის დაჩქარებული მიღება და ემიგრაციის ტრადიციულად ხანგრძლივი პროცესისთვის გვერდის ავლა. ასევე, ელოდა, რომ არმიაში გაწევრიანებისთვის ბონუსს მიიღებდა, ქვეყანაში კი პატივისცემას დაიმსახურებდა.
"არ მინდა, აქ, რუსეთში ვინმემ თქვას, რომ აქ ჩვენი ადგილი არ არის, ამიტომ თუ ჩემს სხეულს რუსეთისთვის დავაყენებ საფრთხეში, თუ ქვეყანას — ჩვენს ახალ ქვეყანას — დავიცავ, ჩვენ აქ ჩვენს ადგილს მოვიპოვებთ," — განაცხადა დერეკმა გასულ თვეს ჩაწერილ ვიდეოში.
რუსი სამხედროები დერეკს კონკრეტულ დაპირებებს აძლევდნენ: ჯერ ამბობდნენ, რომ ომის ჟურნალისტად იმუშავებდა. შემდეგ — სარემონტო ბატალიონში, როგორც მექანიკოსი, მისი შედუღების უნარების გამოყენებით. საბრძოლო როლის შეთავსება არცერთ სცენარში ფიგურირებდა.
რეალურად კი დერეკი ერთ-ერთ უცხოელთა განყოფილებაში აღმოჩნდა, რომელსაც უკრაინის ფრონტისკენ გაგზავნამდე დაჩქარებული წვრთნა და რუსული ენის კურსები უტარდება.
დეანამ სოციალური მედიის პოსტში აღწერა სიტუაცია და თქვა, რომ დერეკი "თავს ისე გრძნობს, თითქოს ახლა მტაცებლებს მიუგდეს და მხოლოდ თავის რწმენაზე უწევს დაყრდნობა."
ამ გაწვევამ დერეკის ოჯახისთვის ფინანსური სირთულეებიც შექმნა. დერეკისა და მისი თანამებრძოლებისგან მოითხოვეს 10,000 რუბლის შეწირულობა მათივე აღჭურვილობისთვის, რაც დერეკის ხელფასის დიდ ნაწილს შეადგენს. დეანას თქმით, დერეკის მიერ არმიაში მსახურების ერთი თვის შემდეგაც კი მის ოჯახს არც კუთვნილი ხელფასი და არც არმიაში გაწევრიანების ბონუსი არ მიუღია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები