იუმორისტული გადაცემების წამყვანები სტივენ კოლბერს მხარდასაჭერად ესტუმრნენ
ფოტო: CBS
CBS-ის გვიანი შოუს დახურვას სხვა იუმორისტული გადაცემების წამყვანები და კომიკოსები ეხმაურებიან, ისინი სტივენ კოლბერს მხარდასაჭერად გადაცემაში ესტუმრნენ და წამყვანს სოლიდარობა გამოუცხადეს.
როგორც იცით, გასულ ხუთშაბათს, დონალდ ტრამპის სარჩელზე ხუმრობის შემდეგ, CBS-მა მოულოდნელი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ სტივენ კოლბერის გვიანი შოუს დახურვას გეგმავს, მათ მიზეზად "ფინანსური კრიზისი" დაასახელეს.
22 ივლისს გვიანი შოუ ერთიანობის ეპიცენტრად იქცა: ჯიმი ფელონი, სეთ მაიერსი, ჯონ სტიუარტი, ჯონ ოლივერი, ანდერსონ კუპერი, ენდი კოენი და სხვა წამყვანები სტივენ კოლბერის მხარდასაჭერად გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც CBS-მა შოუს დახურვა გამოაცხადა — ბევრის ვარაუდით, გადაწყვეტილების უკან ფინანსებზე მეტად პოლიტიკური მოტივები დგას.
ფოტო: Los Angeles Times
"ზოგიერთი ადამიანი გადაცემის დახურვას ნამდვილ ტრაგედიად აღიქვამს, ამას სულაც არ ვეთანხმები, რადგან ჩვენ, არასდროს მიგვაჩნდა, რომ რამე უნდა შეგვეცვალა, გარდა იმისა, როგორ გრძნობდით თავს დღის ბოლოს, რაც, ვფიქრობ, ღირებული მიზანია", — თქვა კოლბერმა.
წამყვანმა დასძინა, რომ "გაუქმების კულტურამ ძალიან შეტოპა" და ვარაუდობს, რომ მანჰეტენზე მდებარე ედ სალივანის თეატრი — სადაც გვიანი შოუს ჩაწერა მიმდინარეობს — შესაძლოა, გადაცემის დახურვის შემდეგ "სათავსოდ" გადაკეთდეს.
აღსანიშნავია, რომ იუმორისტული გადაცემების წამყვანებმა კოლბერის მხარდაჭერასთან ერთად, დონალდ ტრამპიც გააშარჟეს. 22 ივლისს გასული გადაცემის სკეტჩში, წამყვანებთან ერთად, კარიკატურად ქცეული ტრამპი გამოჩნდა, რომელიც Paramount-ის ლოგოს ეხუტებოდა.
ფოტო: CBS
სკეტჩის ეს მონაკვეთი, Coldplay-ის კონცერტიდან ვირუსულად გავრცელებული ვიდეოს — რომელშიც კომპანიის დირექტორისა და ადამიანების რესურსების მენეჯერი ერთმანეთს ეხუტებოდნენ — იმიტაცია იყო.
აღსანიშნავია, რომ გადაცემის დახურვის შესახებ განცხადება ზუსტად ორი კვირის შემდეგ გაკეთდა, რაც CBS-ის მშობელი კომპანია Paramount პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 16 მილიონიან სარჩელზე შეთანხმდა, რომელიც ტრამპის 2024 წლის არჩევნებში კონკურენტ კამალა ჰარისთან CBS-ზე გასულ ინტერვიუს ეხებოდა.
ფოტო: Ryan Murphy
შეგახსენებთ, რომ ტრამპსა და Paramount-ს შორის შეთანხმება მას შემდეგ დაიდო, რაც ტრამპმა გასული წლის ოქტომბერში CBS-ს უჩივლა და განაცხადა, რომ ტელეარხმა გამიზნულად დაამონტაჟა მის საპრეზიდენტო კონკურენტ კამალა ჰარისთან ინტერვიუ, რომელიც საინფორმაციო პროგრამა 60 წუთში გავიდა, რათა "სასწორი დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ გადაეხარა".
ჯერჯერობით უცნობია, რომელი გადაცემა ჩაანაცვლებს გვიან ღამეს. გადაცემის ბოლო ეპიზოდს მაყურებელი 2026 წლის მაისში, მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, იხილავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები