ტოიოტა ცენტრი თეგეტა პრესტიჟული ჯილდოების — Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
ფოტო: თეგეტა
Ichiban იაპონურად ნომერ პირველს ნიშნავს. სწორედ ეს სიტყვა ასახავს ჯილდოს მთავარ არსს და ენიჭებათ მხოლოდ იმ დილერებს, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ უფრო მეტს, ვიდრე სერვისია. Toyota Ichiban 2025-ის მფლობელი ტოიოტა ცენტრი თეგეტა გახდა. ქართული კომპანია 2 500 დილერს შორის გამოარჩიეს და საუკეთესო 46-ეულს შორის დაიმკვიდრა ადგილი.
ჯილდოს გადაცემის ცერემონია 24-26 ივნისს იტალიის ქალაქ ბოლონიაში, ე.წ. Motor Valley-ში გაიმართა – რეგიონში, რომელიც გამორჩეულია საავტომობილო მემკვიდრეობით. წლევანდელი ღონისძიება შთაგონებული იყო სარბოლო ტრასის სულისკვეთებით, როცა წარმატებას განსაზღვრავს სიზუსტე, დისციპლინა და გუნდური მუშაობა.
Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა იოშიჰირო ნაკატამ ჯილდოს გადაცემისას აღნიშნა, რომ “Ichiban-ის გამარჯვებულებმა ეს ჯილდო სიღრმისეული ზრუნვით, თანმიმდევრულობითა და ადამიანების რეალური საჭიროებების გათვალისწინებით დაიმსახურეს. ისინი გვახსენებენ, რომ მომხმარებლისთვის შესანიშნავი გამოცდილების შექმნა იწყება ერთი ადამიანით, ერთი ჩამორთმეული ხელით. მომავალი ევროპაში სწორედ ახლა იწერება და გამარჯვებული დილერები მისი თანაავტორები არიან. ისინი ქმნიან ნდობაზე დაფუძნებულ, ხანგრძლივ ურთიერთობებს“.
მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსი, მომსახურების სისწრაფე და უწყვეტი ინოვაციების დანერგვა — სწორედ ამ მიდგომამ და ტოიოტა ცენტრი თეგეტას გუნდურმა ძალისხმევამ განაპირობა, რომ კომპანია არა მხოლოდ ტოიოტას გლობალურ ქსელში წარმატებული დილერი, არამედ მასშტაბური ცვლილებების მაგალითი გამხდარიყო მთელი რეგიონისთვის.
მარიამ მელიაშვილი, ტოიოტა ცენტრი თეგეტას გენერალური დირექტორი: “ჩვენი გამარჯვება ერთმნიშვნელოვნად ეფუძნება იმ კულტურას, რომელიც მომხმარებელზე ზრუნვასა და პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებას გულისხმობს. ეს ჯილდო არის არა მხოლოდ ჩვენი პროფესიონალი გუნდის შრომის აღიარება, არამედ ჩვენი მომხმარებლების ნდობის შედეგიც – სწორედ მათთან ურთიერთობის ხარისხმა განაპირობა ჩვენი წარმატება. Ichiban-ის მფლობელობა, აღიარებასთან ერთად, გვაკისრებს პასუხისმგებლობას — გავამართლოთ მომხმარებლის მოლოდინი და ვიყოთ პირველი“.
ფოტო: თეგეტა
Ichiban-ის ჯილდოს გარდა, ტოიოტა ცენტრი თეგეტას პოზიცია ევროპულ ბიზნესსცენაზე წელს კიდევ ერთმა პრესტიჟულმა აღიარებამ გაამყარა: კომპანიამ Going Beyond-ის სპეციალური ჯილდოც დაიმსახურა, კერძოდ, Brand & Communication-ის კატეგორიაში.
ტოიოტა ცენტრი თეგეტას მარკეტინგულმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა ინოვაციური ხედვის დამსახურებით. მათი მიზანი იყო ისეთი კამპანიების შექმნა, რომლებიც სცილდებოდა სტანდარტულ მარკეტინგულ ჩარჩოებს და მომხმარებელთან ემოციურ კავშირს ამყარებდა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართულ აუდიტორიაზე — მათი ცხოვრების სტილზე, ღირებულებებსა და მოლოდინებზე, რომლებსაც იაპონური ფილოსოფიის ელემენტები ორგანულად შეერწყა.
ამ ორ კულტურას შორის დამაკავშირებელი ხაზი კარგად გამოჩნდა, როგორც ციფრულ კამპანიებში, ისე სადილერო სივრცეში მომხმარებლისთვის შექმნილ გამოცდილებაში. ყოველი აქტივობა დეტალურად იყო მორგებული მომხმარებელზე, რაც ბრენდის მიმართ ნდობის გაღრმავებასა და ძლიერი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.
ფოტო: თეგეტა
ანი თედიაშვილი, ტოიოტა ცენტრ თეგეტას მარკეტინგის მენეჯერი: “Going Beyond ჯილდოს მიღება ბრენდისა და კომუნიკაციის კატეგორიაში ჩვენთვის იყო ერთდროულად მოულოდნელი და ძალზე ამაღელვებელი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი კომუნიკაცია ეყრდნობოდა ერთ ძირითად იდეას — როგორ დავუკავშიროთ იაპონური და ქართული კულტურა ტოიოტას ბრენდის კონტექსტს და როგორ ვაქციოთ ეს კავშირი იდენტობის განმსაზღვრელ ელემენტად. თითოეული კამპანია – სერვისზე ორიენტირებული, გაყიდვების მხარდამჭერი თუ ბრენდის იმიჯზე კონცენტრირებული ვითარდებოდა ერთი თანმიმდევრული ნარატივის ფარგლებში. სწორედ ამ გზავნილის გაზიარება გვინდოდა ტოიოტას გლობალური ოჯახისთვის — რომ კულტურათა ინტეგრაცია შეიძლება იქცეს ბრენდის სიძლიერედ და იდენტობის ხერხემლად“.
Toyota Ichiban-ის ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა ევროპაში საუკეთესო დილერებს, რომლებიც ლიდერობენ მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი მაჩვენებლებით, მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესებითა და თანამშრომლების აქტიური ჩართულობით. ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის ეს წარმატება არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ რეგიონულ ბაზარზე ლიდერობის კიდევ ერთი დადასტურებაა და აჩვენებს, რომ ხარისხი, ინოვაცია და მომხმარებელზე ზრუნვა კვლავ ბრენდის ძირითად ღირებულებებად რჩება.
---
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები