არჩილ გორდულაძე

23 Jul. 2025, 14:06

როგორი ამორალური უნდა იყო, როდესაც აბსოლუტური ტყუილი მოიფიქრო, ადამიანების ცოცხლები იყვნენ და ამ ადამიანების დახვრეტა კონკრეტულ ადამიანს დააბრალო.

ქალბატონი ნანული, ნანა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, არ ვიცი მისი სახელი ახლა ამჟამად რა არის, თვითონ ადგეს და თვითონ ამტკიცოს, რომ ქალბატონი თეა წულუკიანის მამას აქვს მიღებული გადაწყვეტილება 25 ადამიანის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით.

ვიკიპედია რომ წყაროდ არ შეიძლება იყოს გამოყენებული, წესით გონიერ ადამიანს ამის შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს. ამავდროულად, ვიკიპედიაში იმდენი არასწორი ინფორმაცია წერია, რომ ავდგეთ და ეს ყველაფერი ვისაუბროთ, მაშინ გამოდის, რომ ჩვენ ვართ ელემენტარულად არაინფორმირებულები და უბრალოდ სხვა სიტყვებს აღარ ვიტყვი.

თქვა ოცნების პარლამენტის წევრმა არჩილ გორდულაძემ.

ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, საქმე ეხება ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, "20 პირიანი სია სახელწოდებით: წულუკიანის მამის მიერ დახვრეტილი ხალხი". ოცნების ლიდერმა ნანუკა ჟორჟოლიანი ცილისწამებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ ამ ოცი ადამიანიდან 15 ცოცხალია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…