ფრანცი — ნახეთ კაფკას ცხოვრებაზე გადაღებული ფილმის ტრეილერი
ფოტო: Marlene Film Production
ეპოქალურ გერმანულენოვან ჩეხ მწერალზე, ფრანც კაფკაზე, ბიოგრაფიული ფილმი გადაიღეს. ფილმი, სახელწოდებით ფრანცი, ავტორის ცხოვრებას ასახავს პრაღაში გატარებული ბავშვობის წლებიდან მის სიკვდილამდე.
ფრანცი ოსკარის ნომინანტმა პოლონელმა რეჟისორმა აგნეშკა ხოლანდმა გადაიღო, სცენარის ავტორი კი ჩეხი მარეკ ეპსტაინია.
ფილმი ხუთი ქვეყნის — ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და თურქეთის — ერთობლივი ნამუშევარია. მასში ასევე სხვადასხვა ქვეყნის მსახიობები მონაწილეობენ; თავად კაფკას გერმანელი იდან ვაისი ასახიერებს, მწერლის მეგობარ მილენა იესენსკას ჩეხი იენოვეფა ბოკოვა თამაშობს, პოლონელმა სანდრა კორჟენიაკმა კი ავტორის დედის როლი შეასრულა. გადაღებები, ძირითადად, პრაღასა და ბერლინში მიმდინარეობდა.
ფრანცის პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, სადაც მას სპეციალურ კატეგორიაში აჩვენებენ. თუმცა, ფილმის პირველ კადრებს უკვე შეგვიძლია ტრეილერით შევავლოთ თვალი.
რეჟისორი აგნეშკა ხოლანდი ამბობს, რომ კაფკას მხატვრული ტექსტები და წერილები ჯერ კიდევ მოზარდობისას, კომუნისტურ პოლონეთში ცხოვრების პერიოდში, წაიკითხა და მწერალთან განსაკუთრებული კავშირი იგრძნო — თითქოს, ჩემი ძმა იყო, რომელზეც უნდა მეზრუნაო.
"არ მომწონს, რომ კაფკას, როგორც წესი, შავბნელ, პირქუშ და დეპრესიულ ფიგურად წარმოაჩენენ", — ამბობს ხოლანდი, — "ჩემი ხედვით, მას თანამედროვე ახალგაზრდობასთან ბევრი რამ აქვს საერთო, მათ შორის, უჩვეულო ქცევა, პირისპირ კომუნიკაციის შიში, ასევე ერთდროულად შიში და მიზიდულობა საპირისპირო სქესის მიმართ... ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად და სოციოლოგიურად დღესაც რელევანტური საკითხებია. ასე რომ, ვეცადეთ, იგი თანამედროვე მაყურებლისთვის ნაცნობ სახედ წარმოგვეჩინა".
რეჟისორი აღნიშნავს, რომ ფილმში თხრობა არა სწორხაზოვანი, არამედ "მოზაიკურია" — რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ერთდროულად ვითარდება, თუმცა, ამატებს, რომ ნამუშევარი "ძალიან ექსპერიმენტულიც" არაა. ფრანცში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ავტორის პირად ურთიერთობებს, განსაკუთრებით, მამასთან და ორ ქალთან: ფელიც ბაუერთან და მილენა იესენსკასთან. ამ უკანასკნელთან კორესპონდენცია წიგნადაცაა გამოცემული (წერილები მილენასადმი ქართულად მაია მირიანაშვილმა თარგმნა, გამომცემლობა იბისი).
კაფკა და იესენსკა ფილმში ფრანცი
ფოტო: Marlene Film Production
ხოლანდი ხაზს უსვამს კაფკას მრავალწახნაგოვან იდენტობასაც: გერმანულენოვან ჩეხ მწერალს ებრაული წარმომავლობა ჰქონდა. ამის მიუხედავად, თავს ერთ კონკრეტულ ჯგუფს არ მიაკუთვნებდა და მიიჩნევდა, რომ ყველას ნაწილი იყო მასში; თუმცა, ამავდროულად, თანაბრად გაუცხოებულად გრძნობდა თავს როგორც ჩეხებს, ასევე გერმანელებსა და ებრაელებს შორის.
"გერმანელებისთვის იგი ებრაელი იყო, ებრაელებისთვის კი მეტისმეტად კოსმოპოლიტი და არარელიგიური", — აღნიშნავს რეჟისორი, — "თუმცა, იგი მოგვიანებით დაუახლოვდა ებრაელ მსახიობს, რომელიც იდიშზე [ევროპელი ებრაელების ენა] ასრულებდა როლებს. სიცოცხლის ბოლო წლებში ებრაულის სწავლაც დაიწყო და ამბობდა, რომ პალესტინაში ჩასვლა უნდოდა, მაგრამ ეს უფრო ფანტაზია გახლდათ, რადგან ძალიან ავად იყო. უბრალოდ, ოცნებობდა ერთგვარ სამოთხეში გაქცევაზე, სადაც გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა".
ფოტო: CSU Archives / Everett Collect / Rex
კაფკა თავისი არცერთი რომანის გამოქვეყნებას არ მოსწრებია. მეტიც — გარდაცვალებამდე მან თავის მეგობარს, მაქს ბროდს, დაუბარა, რომ ყველა ნაწერი გაენადგურებინა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ბროდს დიდი გერმანულენოვანი მწერლის ანდერძი არ აღუსრულებია და ერთიმეორის მიყოლებით გამოიცა კაფკას სამი, დღეს უკვე კლასიკად ქცეული რომანი: პროცესი, ციხესიმაგრე და ამერიკა.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები