როგორ დაეხმარა მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა იგრიკას საქმიანობის გაძლიერებაში
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა საკუთარი წამოწყებების გასაძლიერებლად. ამჟამად დაწყებულია რეგისტრაცია პროგრამის მე-11 ნაკადზე. პროგრამა ამჯერად ქუთაისში განხორციელდება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იგრიკას თანადამფუძნებელი, ბაია ლომსაძე გვთავაზობს პროგრამაში მონაწილეობის შეფასებას და ბრენდის ისტორიასაც გვიყვება:
"იგრიკა ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნოა. ჩვენ მიზნად დავისახეთ, აღმოვაჩინოთ და მოგიყვეთ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. იგრიკა ძველ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი სახელოსნოს ამბავიც 2020 წლის აპრილში დაიწყო. ვფიქრობ, ის ახლა განვითარების ახალ ეტაპზეა, რადგან გავცდით საკუთარ სივრცეს და ინტერიერის მასშტაბურ პროექტებზეც გადავერთეთ. 2024 წლიდან კი საბავშვო ხაზი დავამატეთ, სამაგიდო თამაშის სახით, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟების სიყვარულით შეიქმნა", — ამბობს ბაია.
ბაიას მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მეგობარმა ურჩია. პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნებოდა: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდს ბაია შემდეგნაირად აფასებს:
"ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ცოდნის გაღრმავება, ახალი ინფორმაციის მიღება. ყველაზე დასამახსოვრებელი კი პროექტში ჩართულ ადამიანებთან კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება იყო. ჩემი ნაკადის მონაწილეები განსხვავებული სფეროებიდან ვიყავით, თუმცა ერთმანეთთან მარტივად დავმეგობრდით და კოლაბორაციულ პროექტებშიც ჩავერთეთ. დღემდე აქტიური კავშირი გვაქვს და ერთმანეთის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. მენტორები ყურადღებით ეცნობოდნენ ჩვენს გამოწვევებს და ერთად ვცდილობდით ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას, ვფიქრობ, ყველაზე ღირებული ეს ურთიერთობა იყო", — ამბობს ბაიამ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები მონაწილეებთან, როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად მუშაობენ. 360°-იანი მხარდაჭერა კი გულისხმობს ცოდნის გაზიარებას, კონსულტაციებს, სასარგებლო კონტაქტების დამყარებასა და გრანტის მოპოვების შესაძლებლობას.
"ჩემი აზრით, ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი შეფასება, უნდა იცოდე, რა ეტაპზეა ის და შემდეგ მომდევნო ნაბიჯები განსაზღვრო. მენტორებთან ერთად ვიმუშავეთ თითოეულ საკითხზე და შევძელით, სამოქმედო გეგმა დაგვესახა. ხოლო საბავშვო თამაშმა, რომელზეც პროგრამის შემდეგ ვიმუშავე, იგრიკას აუდიტორია გაზარდა და მის სოციალურ მიზანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი შემატა", — გვიყვება ბაია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამ 2022 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მეწარმე ქალებს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა. პროგრამა უკვე 185 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც ბიზნესის განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ და საკუთარი იდეები რეალობად აქციეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მეწარმე ქალისთვის მსგავსი პროექტების არსებობა?
ბაია ლომსაძე თავის აზრს გვიზიარებს:
"პროგრამის ფორმატი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტიპურ ლექციებს, არამედ ჯგუფურ დავალებებსა და აქტივობებს, მენტორებთან ერთად ბიზნესის შეფასებას და საკვანძო დეტალების განხილვას, რაც ძალიან ეხმარება მეწარმეებს, სწორად შეაფასონ და დაგეგმონ ბიზნესის განვითარების ეტაპები. მეწარმეობა საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზაა. ასეთი პროექტები კი მონაწილეებს თავდაჯერებულობას მატებს, ქმნის ერთობას, კავშირებს".
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის: საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები