Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს ყოველწლიური Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ESG ბანკად დასახელდა საქართველოში.
“საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პროგრესი მწვანე და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, გამოიხატებოდა, როგორც პროგრამების მასშტაბურობაში, ისე მათი გავლენის ზრდაში. განხორციელებული ინიციატივების შედეგად საქართველოს ბანკი ქვეყანაში ESG-ის მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა”, — ვკითხულობთ Euromoney-ს გაცნხადებაში.
გამოცემის თანახმად, 2024 წელს, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მწვანე ინიციატივების მიმართულებით, საქართველოს ბანკმა სპეციალურად კორპორაციების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნა სესხი მზის პანელებისთვის. აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაშია მსოფლიოში მიმდინარე განახლებადი ენერგიის იმპლემენტაციის ტენდენციასთან, რაც ხაზს უსვამს ბანკის პროაქტიულ მიდგომას, ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას.
ამასთან, გამოცემა მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხების სკრინინგის სისტემის დანერგვას, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც სტრატეგიულად თანხვედრაშია მდგრადი მეურნეობის პრაქტიკებთან და პასუხობს, როგორც გარემოსდაცვით, ისე ეკონომიკურ საჭიროებებს.
გარდა ამისა, მწვანე დაფინანსების მიზნების ინტეგრირება მენეჯმენტის ძირითადი ეფექტურობის ინდიკატორებში (KPIs) ნათლად განმარტავს ბანკის მიზანს — მწვანე ფინანსების ინსტიტუციონალიზაციას. ეს სტრატეგიული ნაბიჯი არა მხოლოდ ამაღლებს მოტივაციას სესხების გაცემის მიმართულებით, არამედ ამკვიდრებს მდგრადობას უშუალოდ ბანკის ოპერაციულ სტრუქტურებში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობისა და მდგრადი განვითარების კომპლექსურ წინსვლას.
“მოხარულnი ვართ, რომ ESG მიმართულებით ჩვენმა მიღწევებმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს აღიარება მოიპოვა, რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული ხედვის ეფექტურობას მდგრადობის მიმართულებით. საქართველოს ბანკში ESG განიხილება ბიზნესის განუყოფელ ნაწილად — მწვანე დაფინანსების ზრდა, მწვანე პროდუქტების შექმნა და ინკლუზიურობა ერთიანი სტრატეგიის ნაწილია. ამის ნათელი მაგალითებია უსინათლო პირებზე მორგებული სერვისები, მობილურ აპლიკაციაში ენების ინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა აქტივობა, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენს პრიორიტეტულ დამოკიდებულებას მდგრადობის პრინციპების მიმართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ESG მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას,“ — აცხადებს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები