რა მოგებას მიიღებდი ახლა, 10 წლის წინ Netflix-ის აქციები რომ გეყიდა
ფოტო: Dribbble
Netflix 300 მილიონზე მეტი აქტიური გამომწერით ერთ-ერთი ლიდერი სტრიმინგ კომპანიაა, რომელიც საკუთარი ფინანსური მაჩვენებლებითა და გეგმებით საფონდო ბირჟაზე შთამბეჭდავ მოთამაშედ არის მიჩნეული.
ბოლო სამი წლის ჭრილში კომპანიის აქციების ღირებულება 422%-ით არის გაზრდილი. თუმცა, ამ ზრდას წინ უძღოდა ერთგვარი კრიზისი, რომელიც 2022 წელს გამომწერების დაკარგვით იყო გამოწვეული. ამ პერიოდში Netflix-ის აქციების ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რაც მაშინ კონკურენტების მოძლიერებით აიხსნა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კვლავ მაღალი კონკურენციაა, Netflix ისევ რჩება აშშ-ის ბაზრის ლიდერად, რაც მას ინვესტორების თვალში მიმზიდველ კომპანიად აქცევს. აღსანიშნავია, რომ კომპანიაში ბოლო სამი წლის ზრდას უმთავრესად სარეკლამო პაკეტებიდან შემოსავლების სტაბილურობას, სპორტის გაშუქებაში ინვესტიციასა და პაროლების გაზიარებასთან გაჩაღებულ ბრძოლას უკავშირებდნენ.
ამჟამად Netflix-ის (NFLX) ერთი აქცია 1,176 დოლარად არის შეფასებული, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 32%-იან ზრდას ნიშნავს.
გასული კვირის მონაცემების მიხედვით, თუ ამ კომპანიის 1,000 დოლარის აქციებს ერთი წლის წინ შეიძენდი, ამჟამად შენი ინვესტიცია 1,968 დოლარის ღირებულების იქნებოდა. იმავე მოცულობის ხუთწლიანი ინვესტიცია 2,585 დოლარს, ხოლო ათწლიანი ინვესტიცია 11,102 დოლარს მოგიტანდა.
Netflix-მა გასულ კვირაში უახლესი ფინანსური შედეგებიც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ 2025 წლის 20 ივნისით დასრულებულ კვარტალში $11.08 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ეს მაჩვენებელი LSEG-ის მოლოდინს $10 მილიონით აღემატება. ამავე პერიოდში მოგება ერთ აქციაზე $7.19 იყო, რაც, ასევე, ანალიტიკოსების პროგნოზზე ($7.08) მაღალი აღმოჩნდა.
არსებული მონაცემებით, Netflix-ის აქციები ინვესტორების მხრიდან საკმაოდ ძვირად ფასობს. ამჟამად, მისი ფასიანი ქაღალდები ერთ აქციაზე მისაღებ სააშუალო შემოსავალზე 59-ჯერ მეტად არის შეფასებული. ეს მონაცემი 2021 წლის შემდეგ ამ კომპანიისთვის ყველაზე მაღალია. აღნიშნული კოეფიციენტი Nvidia-თვის 55-ია, ხოლო Nasdaq 100-ის საშუალო მაჩვენებელი 40-ს უტოლდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტორები ამ კომპანიისგან სამომავლოდ მაღალი მოგების მიღებას მოელიან. ამასთან, მათი მოლოდინები აქციების ფასის კიდევ უფრო გაზრდას უკავშირდება. აქვე კომპანია ამბობს, რომ მისი სტრატეგიაა, 2030 წლისთვის შემოსავლები გააორმაგოს და საბაზრო კაპიტალიზაცია 1 ტრილიონ დოლარამდე გაზარდოს.
გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები