ყველაფერი, რაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაზე უნდა იცოდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, ბიზნესში საკუთარი ძალები გამოსცადონ და იდეა ნაბიჯ-ნაბიჯ რეალობად აქციონ, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გრძელდება.
პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და მას საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით ახორციელებს.
პროგრამის მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. მისი მთავარი ეტაპი — ინტენსიური სამდღიანი ვორკშოპი კი, ამჯერად ქუთაისში, 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება.
რატომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა?
პროგრამა ბიზნესის შექმნით ან განვითარებით დაინტერესებული ქალებისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. იგი ოთხ მთავარ ღირებულებაზე —ცოდნაზე, მხარდაჭერაზე, გამოცდილებასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული:
1. გაიღრმავებ ცოდნას
პირველ რიგში, პროგრამაში ჩართული მეწარმეები შეძლებენ, სპეციალურად მათთვის შემუშავებული ონლაინ კურსები პლატფორმა businesscourse.ge-ზე გაიარონ, ბიზნესის საწყისი ეტაპებისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და სერტიფიკატებიც მოიპოვონ.
გარდა ამისა, ინტენსიური ვორკშოპების საშუალებით, ისინი როგორც გამოცდილ მენტორებს, ისე თანამოაზრე მეწარმე ქალებს უფრო ახლოს გაიცნობენ. ექსპერტები პროგრამის მონაწილეებს ცოდნას ბიზნესის მართვის, გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ გაუზიარებენ.
რაც მთავარია, ყველა მონაწილეს ექნება წვდომა დამატებით რესურსებსა და სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრის შესახებ, რაც მათ უნარებსა და მოტივაციასკიდევ უფრო განამტკიცებს.
2. მიიღებ მხარდაჭერას
პროგრამის ერთ-ერთი ძლიერი მხარე სწორედ მხარდაჭერის მიმართულებაა — მონაწილეები ქოუჩინგისა და პროფესიული განვითარების კუთხით არამხოლოდ ჯგუფურ, არამედ ინდივიდუალურ კონსულტაციებსაც მიიღებენ. მეწარმის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული რჩევები კი თითოეულ მონაწილეს, როგორც ბიზნესგანცხადებების მომზადებაში, ისე საკუთარი იდეების უკეთ ჩამოყალიბებასა და პიროვნული უნარების გაძლიერებაში ეხმარება.
3. გაიღრმავებ გამოცდილებას
ცოდნის გარდა, დიდი ყურადღება ექცევა პრაქტიკულ გამოცდილებას. მიღებული ცოდნის რეალურ ბიზნეს პროცესებში გადატანა პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ვორკშოპების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შეეძლებათ, საგრანტო კონკურსში ჩაერთონ, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ და იდეა რეალურ პროექტად აქციონ.
4. ჩამოაყალიბებ თანამშრომლობის ქსელს
პროექტში სანაცნობო წრის გაფართოებასა და კოლაბორაციას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. პროგრამა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, სხვა ქალი მეწარმეები გაიცნონ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ და იდეები ერთად განავითარონ.
პროექტის შედეგები
პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და ამ დროის განმავლობაში გადამზადება 200-ზე მეტმა ქალმა მეწარმემ გაიარა. პროექტმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი და მეწარმეობის მრავალფეროვანი სფერო მოიცვა. მისი დახმარებით იდეები რეალურ, მდგრად და წარმატებულ საქმიანობადაც იქცა.
როგორ შეგიძლია ჩაერთო?
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და განაცხადის შევსება საქართველოს ბანკის ვებგვერდზე შეგიძლია. არ გამოტოვო შანსი, გახდე ქალი მეწარმეების იმ ჯაჭვის ნაწილი, რომელიც ცოდნას, მხარდაჭერას და რეალურ გამოცდილებას ეფუძნება.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები