ლევან მახაშვილი

28 Jul. 2025, 13:27

"რა თქმა უნდა, მე წინასწარ ვერ გეტყვით კონკრეტულ თარიღს, თუმცა როგორც ვიცი, მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას. დავიცვათ პროცედურები, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან კანდიდატის წარდგენა ფორმალურად მოხდეს. მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, რომ არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ იყო მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ მაინც სასურველია დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც, რადგან რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს.

დავუცადოთ სულ რამდენიმე დღე ამ პროცესებს და საზოგადოება საბოლოოდ გაიგებს, ვინ იქნება ჩვენი კანდიდატი. სანამ ფორმალური პროცედურები არ არის დასრულებული, რა თქმა უნდა, არის იმის შესაძლებლობა, რომ ესა თუ ის კანდიდატი იყოს წარდგენილი, მაგრამ დღევანდელ მერს, კახა კალაძეს აქვს გამოთქმული სურვილი და ინტერესი, რომ კიდევ ერთხელ დავასახელოთ თბილისის მერობის კანდიდატად, ამიტომ დღეს სხვა მოლოდინი არ მაქვს, თუმცა მაინც ფორმალური პროცედურების დასრულებას დაველოდები."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…