იმედი L-მა ბრენდის განახლებული სტრატეგია და ვიზუალური იდენტობა წარადგინა. მომხმარებელზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტები უკვე ყველა მიმართულებით ხელმისაწვდომია
ფოტო: იმედი L
სადაზღვევო კომპანია იმედი L 30 წლისაა და მომხმარებელს განახლებულ ბრენდის კონცეფციას სთავაზობს.
30 წლიანი ისტორიის განმავლობაში, იმედი L-მა მომხმარებელს არაერთი სიახლე შესთავაზა, როგორც პროდუქტების, ისე სერვისების მიმართულებით. წლების განმავლობაში, იმედი L მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს ჯანმრთელობის დაზღვევის ინდუსტრიის განვითარებას და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით მოქმედებდა. დროის გასვლასთან ერთად, აუცილებელი გახდა ბრენდის სტილისა და ვიზუალის მორგება დღევანდელობასთან და დღეს არსებულ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ, გადაწყდა ბრენდის განახლებული იდენტობის და სტრატეგიის შემუშავება.
იმედი L ისტორიულად ორიენტირებულია მომხმარებლისთვის კომფორტული და საჭირო გადაწყვეტების შეთავაზებაზე. თუმცა, განახლებული სტრატეგიის ფარგლებში, არსებულ ბირთვს მაქსიმალური პერსონალიზაცია, ემპათია და მეტი ინდივიდუალიზმი შემატა.
ბრენდის განახლებულ სტრატეგიაზე ნინო კუპრაშვილმა იმუშავა, ხოლო ვიზუალურ იდენტობაზე გიორგი ბოხუამ.
იმედი L არის პარტნიორი, რომელიც ადამიანების სთავაზობს მაქსიმალურად მორგებას სწორედ იმ საჭიროებებზე, რაც მათ რეალურად აქვთ. ბრენდის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელს ზუსტად ის პროდუქტი და სერვისი შესთავაზოს, რაც მათ რეალურ ღირებულებას შეუქმნის.
“ადამიანების ყოველდღიური, რეალური საჭიროებების გაანალიზება და მათთვის გონივრული გადაწყვეტების შეთავაზება იმედი L-ის განახლებული სტრატეგიის მთავარი მიზანია.
ადამიანების ცხოვრების განსხვავებული სტილიდან გამომდინარე, ინდივიდუალური და მათზე მორგებული ზრუნვა სჭირდებათ. ჩვენი ყოველდღიურობა ხშირად არ მიჰყვება წესებს და შესაბამისად არც სტანდარტული გადაწყვეტილებები გვეხმარება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებელი დავიცვათ ზუსტად ისე, როგორც ეს მათ სჭირდებათ.
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს რეალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებასა და განხორციელებაში. ბრენდი მომხმარებელს შეუქმნის არა მხოლოდ ფინანსური უსაფრთხოებას, არამედ უკეთეს ცხოვრებას, ადამიანი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან ეტაპს არ გაატარებს მარტო.“ — ნინა იანკოვსკაია, მარკეტინგისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორი.
წლების განმავლობაში, იმედი L იყო კომპანია, რომელიც თავის ბენეფიციალებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა რისკისგან იცავდა. განახლებული ბრენდის ფარგლებში კი, იმედი L აზღვევს არა მხოლოდ ჯანმრთელობას, არამედ ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკს. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს დაცვის სრულ ეკოსისტემას, ნებისმიერი ტიპის დაზღვევას, მორგებულს მის ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე.
იმედი L მუდამ ადამიანების გვერდითაა. დაბნეულობის, უეცარი ცვლილებების, სიხარულისა თუ შიშის დროს. ნებისმიერი ემოცია და ნებისმიერი ცხოვრებისეული თავგადასავალი, ერთგულ დაცვას საჭიროებს, რასაც იმედი L მომხმარებელს სთავაზობს.
ნინო კუპრაშვილი: “იმედი L-ის რებრენდინგი არა მხოლოდ ახალი იდენტობაა, არამედ რეალურად გადააზრებული, კომპანიის დღევანდელობას მორგებული ახალი სტრატეგია, რომელიც შექმნილია ბრენდის ძლიერი მხარეებისა და რეალური ხასიათის მაქსიმალური გათვალისწინებით. ახალი პლატფორმის ამოცანაა, რომ დაზღვევა დაამკვიდროს, როგორც ყოველდღიური, ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტი, ხოლო იმედი L, როგორც ბრენდი, რომელიც აღიარებს და აფასებს ადამიანების განსხვავებულობას და ამ განსხვავებების შესაბამის საჭირო პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, ყველა შესაძლო სიტუაციაში.
იმედი L არის რეალური, პრაქტიკული პარტნიორი, რომელსაც ესმის თითოეული მომხმარებლის, კარგად იცის დაზღვევა და კონკრეტულ გადაწყვეტას სთავაზობს. iმავდროულად, ბრენდი ქმნის დაზღვევის ეკოსისტემას, რომელიც თითოეულ ადამიანს მასზე მორგებული დაცვის სრულ პაკეტს მოუმზადებს.
სწორედ ეს მიდგომა — მორგება ადამიანის რეალურ ყოველდღიურობასა და არა მხოლოდ კრიზისულ მომენტებს გამოარჩევს ბრენდს და გვაძლევს ძალას, რომ დაზღვევა უფრო ახლო და მარტივი პროდუქტი გახდეს.”
განახლებული ბრენდის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი, რომელიც ხაზს უსვამს ბრენდის მთავარ გზავნილს — მორგებულობას ისე, როგორც ეს მომხმარებელს სჭირდება. ვიდეო რგოლი კრეატიულ სააგენტო ლივინსგსტონთან ერთად შეიქმნა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები