ნიკა გვარამია: "მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება"
"მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება," — ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი, დაპატიმრებული ნიკა გვარამია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, მოსამართლეები "ძალიან შეწუხებულები არიან სოციალური იზოლაციით და მოქალაქეების მხრიდან სამართლიანი გულისწყრომით". მისივე თქმით, "ბევრ მათგანს პრობლემები აქვთ საკუთარ შვილებთანაც".
ნიკა გვარამიას განცხადებით, "ყველა პატრონიანმა მოსამართლემ შეძლო და დაალაგა კლანთან: მათ ან საქმეები არ ეწერებათ, ან ზემდგომ ინსტანციაში გადაჰყავთ"
"ყველაფერი სწორად მიდის. ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!," — აღნიშნავს დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი წერილში.
"სასამართლოში დიდი დავიდარაბაა.
მოსამართლეებმა მასობრივად დაიწყეს პოლიტიკური დაკვეთების გაპროტესტება. ყველა პროცესზე (სისხლისაც და ადმინისტრაციულისაც) დარბაზის შესასვლელ კართან, ოთხკუთხედი შუშის სარკმელში იყურება სუს-ის თანამშრომელი და თვალმოუშორებლად, მთელი პროცესის განმავლობაში მოსამართლის თვალებში აქვს გაყრილი მზერა. აუცილებლად შემჩნეული გექნებათ, იმ სარკმელთან მისვლა და დადგომა რა რთულია. ხშირად, იქ დგომისთვისაც კი დაუკავებიათ. დადგები თუ არა, ეგრევე აგრესიულ მოქმედებებზე გადადიან მანდატურები. ამბავი კი ისაა, რომ ეს სუს-ის ტერიტორიაა.
მოსამართლეები ძალიან შეწუხებულები არიან სოციალური იზოლაციით და მოქალაქეების მხრიდან სამართლიანი გულისწყრომით. მათ ყველგან ცნობენ: სამეზობლოში, მაღაზიაში, ქუჩაში, მოკლედ, ყველგან და მძიმე სიტყვებს ეუბნებიან. ბევრ მათგანს პრობლემები აქვთ საკუთარ შვილებთანაც. ამ პრობლემების გამო მოითხოვეს მათ პროცესების დახურვა, მაგრამ არც ამან უშველათ. ამიტომაც სრულად ჩაერთო ამ საქმეში სუსი: ზოგს პირადი ცხოვრებით, ზოგს კორუფციული ფაქტებით, ზოგს ოჯახის წევრების და სხვა ამგვარი ფაქტებით პრესავენ.
იგივე ამბები დაიწყო მოწმეების მხარესაც, რომლებიც ძირითადად სპეცრაზმელები და პოლიციელები არიან. 20 ივნისის გამოძიების უცაბედი დაწყება არა მხოლოდ და არა იმდენად გახარიას, არამედ მათ მიმართაა სიგნალი — გაგიხსენებთ ძველ დარბევას და დაგიჭერთ თუ სწორად არ მოიქცევით. მოწმეებთან დაკავშირებითაც მოითხოვს სუსი მოსამართლეებისგან, რომ ისინი არ "გატისკონ".
ყველა პატრონიანმა მოსამართლემ შეძლო და დაალაგა კლანთან: მათ ან საქმეები არ ეწერებათ, ან ზემდგომ ინსტანციაში გადაჰყავთ. თავადაც შეატყობდით: არც ერთი ბობოლა მოსამართლე არ იხილავს საქმეს, არც ერთი იმათგან, ვისაც წინა წლებში პოლიტიკური სასჯელი გამოჰქონდა. მათ ნაცვლად ახალი და აქამდე უცნობი მოსამართლეები არიან, თან არაადეკვატურად მცირე რაოდენობით. თითო მოსამართლეს რამდენიმე მრავალეპიზოდიანი და მრავალბრალდებულიანი საქმე აწერია, რაც სრულიად გამორიცხულია საქმეთა ნორმალური განაწილების პირობებში.
უსინდისოების, სინდისის გაღვიძების მე არ მჯერა. მაგრამ, მათი მხრიდან საზოგადოებრივი რისხვის შიშის — ძალიან მჯერა.
ყველაფერი სწორად მიდის.
ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვებთ!
ოლიგარქია უნდა დაემხოს!," — წერს ნიკა გვარამია.
კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ლიდერი ნიკა გვარამია ოცნების საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის და ამის შემდეგ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის 2025 წლის 13 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერ ლიდერს 8-თვიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში საკუთარი ფეხით მივიდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები