TI: სენაკის მერმა თავისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მამას 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა
სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ თავისი მეგობრის და ბიზნესპარტნიორის მამას, ამირან აფაქიძეს 7 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვა მისცა. შპს "აფოსთვის", რომელსაც სენაკის მერის ყოფილი ბიზნესპარტნიორის და მეგობრის, გიორგი აფაქიძის მამა ფლობს, ყველაზე მსხვილი შემსყიდველი სენაკის მერიაა. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო ავრცელებს.
"მხოლოდ ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, 2021 წლიდან დღემდე, შპს "აფომ" სენაკის მერიისგან 5,293,214 ლარის ღირებულების 20 ტენდერი და 1,821,626 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა მიიღო.
შპს "აფო" 2014 წელს დაფუძნდა და მისი ერთადერთი მფლობელი და ხელმძღვანელი ამირან აფაქიძეა. დაარსების დღიდან დღემდე კომპანია აქტიურად იმარჯვებს ტენდერებში. ამ პერიოდში მან ჯამში 13,060.144 ლარის ღირებულების 99 ტენდერი მოიგო, გარდა ამისა, 3,289,633 ლარის 42 გამარტივებული შესყიდვაც მიიღო. მოგებული ტენდერებიდან შპს "აფოს" 41-ში კონკურენტი არ ჰყოლია, 14 შესყიდვა კი კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო", — წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადებაში ასევე ვლითხულობთ, რომ ამირან აფაქიძის შვილის, გიორგი აფაქიძის ბიზნესპარტნიორი სენაკის დღევანდელი მერი, ვახტანგ გადელია იყო. მათ 2017 წელს კომპანია "სამშენებლო ჯგუფი" დააარსეს, ხოლო 2019 წელს სენაკის მერმა თავისი წილი უსასყიდლოდ გადასცა გიორგი აფაქიძეს და ამავდროულად შეიცვალა კომპანიის სახელიც — მას "ვერტისოლი" ეწოდა.
"შპს "ვერტისოლიც" აქტიურად მონაწილეობს ტენდერებში და შემსყიდველ ორგანიზაციებს ძირითადად ფარდა-ჟალუზებს აწვდის. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 1,257,385 ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო, ასევე მიიღო 265,557 ლარის ღირებულების 105 გამარტივებული შესყიდვაც. კომპანიის მფლობელი, გიორგი აფაქიძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემწირველებს შორისაც - 2025 წელს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ 60,000 ლარი შესწირა.
ზემოაღნიშნული გარემოებები და შპს "აფოს" პირდაპირი თუ ირიბი კავშირები სენაკის მერთან და ქართულ ოცნებასთან აჩენს ეჭვებს სახელმწიფო შესყიდვებში მისი ჩართულობის კანონიერებასთან დაკავშირებით, რაც მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს. შესაბამისად მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს და საქართველოს პროკურატურას, შეისწავლონ თითოეული შესყიდვა და დაადგინონ, შეიცავს თუ არა კორუფციის ნიშნებს", — წერია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები