Geely Center Tegeta-მ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას 11 ახალი ელექტრომობილი გადასცა
ფოტო: თეგეტა
Geely Center Tegeta-სთან პარტნიორობით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი განახლდა. თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანიას Geely-ს საავტომობილო ხაზის 11 ახალი ელექტრომობილი — Geely Geome გადაეცა, რაც თანამედროვე, ეკოლოგიური და ხარჯეფექტიანი სატრანსპორტო სერვისის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ფასი, ხარისხი და სანდოობა — ტექნიკურ მახასიათებლებთან ერთად, სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა Geely Center Tegeta-ს ტენდერში გამარჯვება. კომპანიას ელექტრომობილები Geely Center Tegeta-ს შოურუმში გადაეცა.
ფოტო: თეგეტა
გიორგი შაქარაშვილი, Geely Center Tegeta-ს კომერციული დირექტორი: "ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Geely-ს ფასისა და მახასიათებლების იდეალური სინთეზი გამოარჩევს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ოფიციალური გარანტია და წარმომადგენლობა, რომელიც ავტომობილის ექსპლუატაციის პირობებში მაღალი ხარისხის სერვისის მიღებას უზრუნველყოფს. ჩვენს კორპორაციულ პარტნიორებსა და არამარტო მათ, ვთავაზობთ გარანტიას, რომელიც მოიცავს ბატარეებზე - 8 წლიან, ავტომობილზე კი 5-წლიან მომსახურებას.
ასევე, მინდა აღვნიშნო Geely Center Tegeta-ს სერვისის მენეჯერების კვალიფიკაცია. ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებსა და სწავლებას ჩინეთში სისტემატურად გადიან. ეს პროცესი არის უწყვეტი და განსაკუთრებით პრიორიტეტული კომპანიისთვის“.
Geely Geome ახალი თაობის ელექტრომობილია, რომელიც Geely-ს მოდელებს შორის ეკონომიურობით გამოირჩევა და გაყიდვების მაჩვენებლით ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ბაზრის ლიდერია. ეს მოდელი სრული დამუხტვით 410 კილომეტრამდე სავალ მანძილს ფარავს. მნიშვნელოვანია ავტომობილის ხარჯეფექტიანობაც - სტატისტიკური მონაცემებით, 160 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ, ჰიბრიდთან შედარებით, 40 ათას ლარზე მეტი დანაზოგი აქვს.
ფოტო: თეგეტა
თბილისის სატრანსპორტო ქსელის ამ კომფორტული, მოქნილი და ენერგოეფექტური მოდელებით აღჭურვა არა მხოლოდ საწვავის ხარჯების შემცირებას, არამედ გარემოზე და ქალაქის ეკოლოგიაზე ზრუნვას ნიშნავს.
ლაშა გელაშვილი, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესყიდვების სამსახურის უფროსი: "11 ერთეული ელექტრომობილის შესყიდვა მდგრადი მიზნების, ხარჯების შემცირებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გადავწყვიტეთ. ჩვენ ვემსახურებით მგზავრებს და მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველვყოფთ, მეტროს, ავტობუსისა და საბაგიროს გზით. ამ სერვისების მიწოდებისათვის კომპანიის თანამშრომლებს კომფორტული და ეფექტური გადაადგილების საშუალება სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ელექტრომობილების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა პროცესისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, გამოცხადდა ტენდერი, სადაც ფასისა და ხარისხის იდეალური კომბინაციით Geely Center Tegeta-მ გაიმარჯვა. ავტოპარკის ელექტრიფიცირება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“.
Geely Center Tegeta საქართველოში Geely Auto-ს ოფიციალური დილერია. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების ავტომობილებს, მათ შორის როგორც ელექტრო, ისე შიგაწვის ძრავის მქონე მოდელებს, ასევე გარანტიას, გაყიდვების შემდგომ სრულყოფილ მომსახურებასა და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სერვისცენტრს.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ჯილი ცენტრი თეგეტა ქართულ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩინური ავტოგიგანტის Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Geely-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. ბრენდის ავტომობილები გამოირჩევა გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები