ადვოკატი: ლუკა კურტანიძეს პროვოკაცია მოუწყვეს — მისი ყოფილი ცოლი პროვოკატორად "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა
ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ვეტერანი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას, მისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავებიან, ბრალს არ აღიარებს. კურტანიძის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ ბრალდებული "პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა" და მას არავისზე უძალადია.
"ბრალს არ აღიარებს და მიაჩნია, რომ ეს დიდი პროვოკაციის შედეგია, რომელიც მის მიმართ განხორციელდა. კურტანიძე ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი აღმოჩნდა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანას ცდილობენ საზოგადოებაში. ამას საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით აწყდებოდა, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებების მიმართ თავდასხმებს სხვადასხვა ფორმების გამოყენებით. ერთ-ერთი მსხვერპლი, მისი ყოფილი მეუღლე გამოიყენეს, რომელთანაც ცნობილი იყო, რომ კურტანიძეს პრობლემები, დავა ჰქონდა. ეს ეფექტურად გამოიყენეს და პატარა წარმატებას ამ კუთხით მიაღწიეს, ახლა კურტანიძე საპატიმროში იმყოფება და ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი...
კითხვაზე, თუ ვინ მოაწყო პროვოკაცია, ადვოკატი პასუხობს, რომ "ეს ქალბატონი პროვოკატორად "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოიყენა".
მისივე თქმით, კურტანიძე გამორიცხავს, რომ ფიზიკურად იძალადა ყოფილ მეუღლეზე. IPN-ის კითხვაზე, თუ სად მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები და ტვინის შერყევა, მეფარიშვილი პასუხობს, რომ ეს ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს.
პროკურატურის ინფორმაციით, ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატს, ვეტერან მოჭიდავეს, ლუკა კურტანიძეს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით ბარლდება წარედგინა.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ლუკა კურტანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. პროკურატურა კურტანიძისთვის პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატი აცხადებს, რომ ის კურტანიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს, სასამართლოს კი, ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.
ასევე იხილეთ:
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები