თქვენი ბავშვის პირველი წელი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
"თქვენი ბავშვის პირველი წელი“ ჩვილ ბავშვთა მოვლის ყველა ასპექტთან დაკავშირებული სახელმძღვანელოა, რომელსაც პედიატრები ყველაზე ხშირად ურჩევენ, ხოლო მშობლები ენდობიან. წიგნი, რომლის ოთხ მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ახლა უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. გამოცემა მომზადდა პედიატრიული კლინიკა მრჩეველის პროფესიონალთა გუნდის ჩართულობით, ამიტომ წიგნი მორგებულია ქართულ რეალობას. სტატიაში განვიხილავთ თემებს, რომელთაც შეხვდებით წიგნში და ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე, თუ რატომაა "თქვენი ბავშვის პირველი წელი“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო მშობლებისთვის.
სანდო რჩევების წყარო:
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავად ირჩევს მისთვის სანდო მრჩეველს სხვადასხვა სფეროში. ბავშვის აღზრდა, განვითარება, ხელშეწყობა, მასზე ზრუნვა — ეს ის საკითხებია, რომელზეც თანამედროვე მშობლები, საბედნიეროდ, საკმაოდ ბევრს ფიქრობენ და სანდო წყაროების, კვლევებზე დაფუძნეული მოსაზრებების მოძიებას ცდილობენ. ამერიკის პედიატრიის აკადემია ბავშვებზე ზრუნვის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა აშშ-ში. წიგნში თავმოყრილი რჩევები და გზამკვლევები თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა შედგენილი. წიგნის მიერ შემოთავაზებული მეთოდები კვლევების შედეგად დადასტურებული, ეფექტური და გამოცდილია.
ზრდის ეტაპების სრული ანალიზი:
ძალიან ხშირია და ფაქტობრივად შეუძლებელიც კი, რომ ახალბედა მშობელმა საკუთარი შვილის განვითარების ეტაპები სხვებისას არ შეადაროს. თითოეული ბავშვი რომ განსხვავდება და შესაძლოა, განვითარების ეტაპებიც ასეთი განსხვავებული იყოს, ეს თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ხშირად მაინც ადარდებთ მშობლებს საკუთარი შვილის განვითარების ეტაპების სხვადასხვა ასპექტი. წიგნში თავმოყრილი ინფორმაციებიდან ერთ-ერთი უდავოდ მნიშვნელოვანი სწორედ ახალშობილთა განვითარების ეტაპების აღწერაა: რას უნდა ელოდონ მშობლები შვილის განვითარების თითოეულ ეტაპზე; როგორ შეუწყონ ხელი განვითარების ამა თუ იმ ეტაპს; რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება ბავშვთა განვითარების ეტაპებზე დაკვირვებისას და ა.შ.
ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები:
საკვები, ძილი, ტირილი, სხვადასხვა სახის ტკივილი... როგორ დავაძინოთ ახალშობილები, აქვს თუ არა გარემოს მნიშვნელობა; რომელი სახის საკვები უნდა მივაწოდოთ უსაფრთხოდ და რა ასაკიდან; რატომ შეიძლება ტიროდეს ბავშვი და სხვადასხვა სახის ტკივილთან გამკლავება: მუცლისა თუ ყელ-ყურ-ცხვირის, კბილების ამოსვლისა თუ მრავალი, ხშირად დაფარული მიზეზების კვლევა და რაც მთავარია, მათთან გამკლავების გზები.
მშობლების მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვა:
ახალბედა მშობლების მენტალური მდგომარეობა ფიზიკურზე არანაკლებ საყურადღებოა. სწორედ თანამედროვე სამყაროში, ახალი მიდგომებითა და დაკვირვებებითაა შესაძლებელი სხვადასხვა დეპრესიული ეპიზოდის მართვა, მშობლებისთვის ჯერაც უცხო და ახალი მდგომარეობისთვის შეგუების გამარტივება. წიგნში მენტალური ჯანმრთელობის მართვას საკმაო ყურადღება ეთმობა. მშობლების მენტალური ჯანმრთელობისთვის ისიც მნიშვნელოვანია, რომ მარტივად მოიძიონ სწორი, უტყუარი პასუხები ყველა კითხვაზე, რომელიც ახალშობილს უკავშირდება.
წიგნი მოიცავს ყველაფერს: განსავითარებელ სავარჯიშოებს, რჩევებს ძილსა და კვებაზე, ფეხმძიმობისას გასათვალისწინებელ ასპექტებს, ანუ ესაა სრული გზამკვლევი ახალბედა მშობლებისთვის, ერთგული დამხმარე და საიმედო საინფორმაციო წყარო.
თანამედროვე მშობლები ხშირად წინასწარ ემზადებიან სხვადასხვა სირთულესთან გასამკლავებლად. ტექნოლოგიურ ეპოქაში ცხოვრებამ, რა თქმა უნდა, გაამარტივა ძალიან ბევრი რამ და მათ შორის მშობლებს მისცა საშუალება, რომ თამამად დასვან კითხვები და მოიძიონ პასუხები. თუმცა ერთი საკმაოდ უარყოფითი მხარე, რომელიც ინტერნეტ წყაროებს შეიძლება ჰქონდეს, ესაა უზუსტობა, დაუდგენელი ინფორმაციები და ხშირად არა თუ კვლევაზე, არამედ რამდენიმე შემთხვევაზე დაყრდნობით გამოტანილი დასკვნები. სწორედ ასეთ უზუსტობებს გვაცილებს თავიდან წიგნი, რომელიც კვლევებზე დაყრდნობითაა შედგენილი, მასში გათვალისწინებულია და განხილულია მრავალი სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი, დაზუსტებულია პასუხები და ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი, დეტალურად ახსნილია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები