კახა კალაძე

კახა კალაძე

30 Jul. 2025, 13:55

"მუნიციპალიტეტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ის ოჯახები, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებულები და არ აქვთ საცხოვრებელი ფართები, უზრუნველვყოფთ ქირით. მათ ექნებათ ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. გარდა ამისა, თუ ადამიანებს არ გააჩნიათ საცხოვრებელი, ამას აქვს შესაბამისი პროცედურა. თქვენ უნდა მიიღოთ უსახლკაროთა სტატუსი. ამასთან დაკავშირებითაც, თუ გნებავთ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ მიბრძანდეთ სამგორის რაიონის გამგეობაში, სადაც ჩვენი თანამშრომლები დეტალურად გეტყვიან თუ რა საბუთები არის შესაგროვებელი და წარსადგენი ჯანდაცვის სამინისტროში, რომ თქვენ მიიღოთ უსახლკაროს სტატუსი და შემდგომში უკვე მუნიციპალური ქონებით მოხდეს თქვენი დაკმაყოფილება. თუმცა მანამდე გამოვხატავ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ უზრუნველყოფილნი იქნებით ქირით. მე როგორც ვიცი, სამი ოჯახი დათანხმებულია ქირით უზრუნველყოფას და პროცესები მიმდინარეობს, რომ ამ მიმართულებით არანაირი პრობლემა არ იქნება.

ნუ მოუსმენთ და ნუ მიიღებთ არასწორ ინფორმაციებს, იმიტომ, რომ ხშირად ხდება ასეთი ფაქტების სათავისოდ გამოყენება, პოლიტიკური სპეკულაციები. თუმცა რეალობა არის ერთი — მუნიციპალიტეტი როგორც ადრე, ასევე ახლაც გამოთქვამს მზადყოფნას მოახდინოს ამ ადამიანების ქირით უზრუნველყოფა, გაყვანა.

ასევე, მოვისმინეთ განცხადებები: ვიღაცამ ერთი თვით შესთავაზა, ვიღაცამ სამი თვითო — ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, სპეკულაციები. მუნიციპალიტეტს ასეთი შეთავაზება არავისთვის არ გაუკეთებია. ერთი წლის შემდეგ, ხელმეორედ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…