შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა
"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის (IPU) გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში მან დონალდ ტრამპის ციტატა მოიშველია და აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ამხილა უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკა, რომელიც ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება.
"[უცხოური] დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია... ემსახურება მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას, უცხო ქვეყნებში ისეთი იდეების ხელშეწყობით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნებს შიგნით და ქვეყნებს შორის ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს" — ეს არის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვები მისი აღმასრულებელი ბრძანებიდან "აშშ-ის საგარეო დახმარების გადაფასება", რომელსაც ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი.
ამ სიტყვების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ის არის, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ამხილა უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკა, რომელიც ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება, თუმცა წარმოჩენილია, როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, უცხოურმა დახმარებამ უარყოფითად იმოქმედა საერთაშორისო თანამშრომლობაზე და დემოკრატიის არსი თავის პირვანდელ განმარტებას დააშორა.
"სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, ზიანი მიაყენა როგორც შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ასევე, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები.
უფრო მეტიც, ხმის ამოღება და უცხოური დახმარების, განსაკუთრებით კი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების მორალურობასა და ეფექტიანობაში ეჭვის შეტანა ტაბუდ იქცა.
თუმცა, ამ კონცეფციების, პრინციპებისა და პროცესების დეტალურ შესწავლას ძალიან არასასიამოვნო დასკვნამდე მივყავართ: უცხოური დახმარებისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიპულირების გზით, დემოკრატიის არსი დაშორდა თავის თავდაპირველ განმარტებას — მმართველობა ხალხის მიერ შეიცვალა უცხოური მმართველობით. "დემოკრატიის" (ხალხის მმართველობა) ნაცვლად, შემოგვთავაზეს "ელიენოკრატია" (უცხოური მმართველობა), ანუ მმართველობა არა ხალხის ნების შესაბამისად, არამედ უცხოეთიდან დაწესებული დოგმებით, რომლებიც ლეგიტიმაციას უცხოეთიდანვე დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსენსუსის საფუძველზე მოიპოვებენ", — თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენ ხალხის მმართველობის ნაცვლად, თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას ვიღებთ. მისივე თქმით, საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა.
"თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ დემოკრატია ცხოვრების წესია და არა —იდეოლოგია. დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავსმოხვევა დემოკრატიის არსს ეწინააღმდეგება. ხალხის მმართველობის ნაცვლად, ჩვენ ვიღებთ თვითდანიშნული უცხოელი დემოკრატიის მენტორების მმართველობას.
საქართველო იმ ერებს შორისაა, რომელთა დემოკრატიაც ამ თავსმოხვეული უცხოური პოლიტიკური ჩარევით დაზარალდა. ჩვენ ვიხილეთ, როგორ განვითარდა, უცხოური მხარდაჭერით, უცნაური ნარატივი, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასთან გააიგივეს, შემდეგ კი სამოქალაქო საზოგადოება — ხალხთან. ამგვარი აზრობრივი მანიუპლაციით უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები "ხალხად" იქცნენ. შედეგად, საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის საპირწონედ წარმოაჩინეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ლეგიტიმაციის საზომად აღებულია არა ხალხის მიერ მინიჭებული დემოკრატიული მანდატი, არამედ მათ მიერ მიღებული უცხოური დაფინანსების სიდიდე.
ის ფაქტი, რომ ნამდვილი სამოქალაქო საზოგადოება ყალბმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეცვალეს, პირდაპირი დარტყმაა დემოკრატიაზე", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები