ვოლოდიმირ ზელენსკი

31 Jul. 2025, 13:24

"რუსეთი თავდასხმებს აგრძელებს, მაშინაც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, ომის, რომელიც თავად რუსეთმა დაიწყო და ომის, რომელიც მხოლოდ რუსეთის ხელმძღვანელობას სურს. ისინი გონებრივად წინა საუკუნეში არიან ჩარჩენილები, სასტიკი ძალადობის, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის სრული უგულებელყოფის ეპოქაში. ვიცით, რომ მსგავსი იდეები ევროპაში აღარასდროს უნდა დაბრუნდეს.

რუსეთის სამხედრო მანქანა სრულად უნდა შევაჩეროთ, სამხედრო ინდუსტრიაზე წვდომა და ენერგეტიკული შემოსავლები უნდა შევუზღუდოთ. დაბოლოს, ყველა გაყინული რუსული აქტივი, მათ შორის მოპარული სიმდიდრე რუსული აგრესიისგან დასაცავად უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ, თუ მსოფლიო რუსეთში რეჟიმის შეცვლას მიზნად არ ისახავს, ეს ნიშნავს, რომ ომის დასრულების შემდეგ მოსკოვი მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციას კვლავ შეეცდება."

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმების 50 წლისთავისადმი მიძღვნილ "ჰელსინკი+50" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…