ჯასტინ ტიმბერლეიკს ლაიმის დაავადება დაუდგინდა
ფოტო: Getty Images
მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა გაამხილა, რომ მთელი ტურის განმავლობაში მას ლაიმის დაავადება აწუხებდა. ამერიკელმა მომღერალმა სულ ახლახან ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად აღწერა თავისი დიაგნოზი.
გულშემატკივრებმა ცოტა ხნის წინ შენიშნეს, რომ მუსიკოსი კონცერტებზე მოდუნებული და უენერგიო იყო, რაც, პოპვარსკვლავის თქმით, ლაიმის დაავადებით გამოწვეული ნერვების დაზიანებისა და დაღლილობის შედეგია.
ლაიმის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპებიდან გადადის. უახლესი კვლევით ცნობილი ხდება, რომ ეს დაავადება მსოფლიოში სულ უფრო მეტად ვრცელდება, ამის სავარაუდო მიზეზი კი კლიმატის ცვლილებაა. 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლაიმის დაავადება 7-დან 1 ადამიანს აქვს.
"სხვა რაღაცებთან ერთად, ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავება მიწევდა: ლაიმის დაავადება დამიდგინეს. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ შეგებრალოთ, უბრალოდ, მინდა, ნათელი მოვფინო, სცენის მიღმა რა ბრძოლა მქონდა", — წერს ტიმბერლეიკი — "თუ თქვენ გაქვთ ეს დაავადება ან იცნობთ ვინმეს, ვისაც ჰქონდა, მაშინ გეცოდინებათ, რომ მასთან ერთად ცხოვრება ძალიან გასუსტებს, როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად".
მუსიკოსი ამბობს, რომ დიაგნოზის გაგების შემდეგ ტურნეს შეწყვეტაზეც ფიქრობდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, გულშემატკივრები არ გაეწბილებინა.
"რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი: შემეწყვიტა ტურნე თუ არა? საბოლოოდ, გადავწყვიტე, რომ კონცერტზე გამოსვლით განცდილი სიხარული გაცილებით აღემატება ჩემი სხეულის წუთიერ სტრესს. და ძალიან მიხარია, რომ არ შევწყვიტე", — წერს ტიმბერლეიკი, — "ამ ყველაფერს იმ იმედით გიზიარებთ, რომ დაავადების მქონე ყველა ადამიანი ერთმანეთს დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. მსურს, ჩემი წვლილი შევიტანო და სხვებსაც დავეხმარო".
შეგახსენებთ, რომ ტიმბერლეიკმა მსოფლიო ტურნე 30 ივლისს, სტამბოლში გამართული კონცერტით დაასრულა. ტურნეს განმავლობაში, პოპვარსკვლავმა 121 კონცერტი გამართა აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში.
ტიმბერლეიკი თბილისს 23 ივლისს ეწვია ქართული ოცნების ხელისუფლების მხარდაჭერილი პროექტის, Starring Georgia-ის, ფარგლებში. საქართველოში მის კონცერტს დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მუსიკოსი გულშემატკივრის მიერ სცენაზე დადებულ საქართველოს დროშას ხელში არ იღებს და, თითქოს, აბიჯებს.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები