ევრობასკეტი 2025 — ყველაფერი, რაც ტურნირთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ
ფოტო: საქართველოს ბანკი
ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია.
ევრობასკეტის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. ტურნირი, რომელსაც კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ, სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები ფიბას ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე ზედიზედ მეექვსედ გახდება. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ წილისყრის შედეგად, ალეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი გუნდი — სიკვდილის ჯგუფში აღმოჩნდა, თუმცა პლეი-ოფის სტადიაზე გასვლის შანსები სავსებით რეალურია.
ჩვენი ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია, ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნება.
ფრაზა — ბურთი მრგვალია, მხოლოდ ფეხბურთზე არ ვრცელდება, კალათბურთშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ესპანეთი - საბერძნეთი - იტალიის ტრიოსთან შედარებით, კვიპროსის, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას დამარცხების ალბათობა, ცხადია, უფრო მაღალია. თუკი მოვლენები სასურველი სცენარით განვითარდა და ამ ორ ნაკრებთან 4 ქულა დავაგროვეთ, ჯიკიჩის გუნდს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისა და პლეი-ოფში თამაშის შანსი მიეცემა.
სამზადისი
ევრობასკეტის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კვიპროსში ჩასვლამდე, ჩვენი განრიგი ასეთია:
- 4 აგვისტო | ისრაელი v საქართველო | იურმალა, ლატვია;
- 7 აგვისტო | ესტონეთი v საქართველო | იურმალა, ლატვია;
- 10 აგვისტო | ლიეტუვა v საქართველო | კაუნასი, ლიეტუვა;
- 14 აგვისტო | პოლონეთი v საქართველო | სოსნოვიეცი, პოლონეთი;
- 19 აგვისტო | ჩეხეთი v საქართველო | პრაღა, ჩეხეთი;
- 21 აგვისტო | ჩეხეთი v საქართველო | პრაღა, ჩეხეთი.
აღსანიშნავია, რომ კალათბურთის ქომაგებს პირდაპირ ეთერში მხოლოდ 3 ამხანაგური მატჩის ნახვა შეუძლიათ, დარჩენილი 3 კი დახურული ტიპის შეხვედრა იქნება.
ჩვენი შემადგენლობა
ცნობილია გაფართოებული, 16 კაციანი შემადგენლობა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოსამზადებელი პერიოდისთვის გამოიძახა. შეკრების დასრულებისა და 6 ამხანაგური შეხვედრის გამართვის შემდეგ, ალეკსანდარ ჯიკიჩი საუკეთესო 12-ეულს დაასახელებს.
საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, როგორც ევროპაში მოთამაშე ლეგიონერები, ისე ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის კალათბურთელებიც არიან. მათ ემატებათ ამერიკელი გამთამაშებელი, ნატურალიზირებული საქართველოს მოქალაქე, კამარ ბოლდუინი და სუპერლიგის 7 მოთამაშე.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ნაკრებთან ერთად ყოფნა NBA-ში ასპარეზობის გამო ვერ შეძლეს. თუმცა, ევრობასკეტის მიმდინარეობისას, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში პაუზაა და შესაბამისად, ამერიკული ლეგიონი ნაკრებს უდიდეს ძალას შემატებს. აღსანიშნავია ისიც, რომ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების რაოდენობით, საქართველო ევრობასკეტის 24 მონაწილიდან 15-ს უსწრებს.
გაფართოებული შემადგენლობა ამგვარია:
- რატი ანდრონიკაშვილი;
- სანდრო მამუკელაშვილი;
- კახა ჯინჭარაძე;
- ბექა ბურჯანაძე;
- გიორგი შერმადინი;
- დუდა სანაძე;
- გიორგი კორსანტია;
- სანდრო სანაძე;
- ალექსანდრე ფევაძე;
- თორნიკე შენგელია;
- გიორგი სულაბერიძე;
- ლუკა მაზიაშვილი;
- გოგა ბითაძე;
- კამარ ბოლდუინი;
- გიორგი ოჩხიკიძე;
- ილია ლონდარიძე.
რამდენიმე დეტალი, რომლებიც უნდა ვიცოდეთ
უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ გიორგი შერმადინისთვის 2025 წლის ევრობასკეტი Last Dance იქნება. ქართველი ცენტრი სანაკრებო კარიერას ასრულებს. შერმადინს საქართველოს ნაკრებთან ერთად სადებიუტო ევრობასკეტზე აქვს ნათამაშები და მას შემდეგ, ტენერიფეს ცენტრს ევროპული ტურნირი არ გამოუტოვებია. ფასდაუდებელია ის კონტრიბუცია, რომელიც ამ წლების განმავლობაში შერმადინმა ნაკრებისთვის გაიღო.და მისი წასვლა, უდავოდ, დიდი დანაკლისი იქნება.
Last Dance-ისთვის ემზადება ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის, ესპანეთის მთავარი მწვრთნელიც: უკვე ლეგენდად ქცეული სერჯიო სკარიოლო, რომელსაც ესპანეთის ნაკრებთან ერთად 4 ევრობასკეტი და 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აქვს მოგებული, ნაკრებიდან მიდის. სკარიოლო ტრიუმფის გამეორებას კიდევ ერთხელ შეეცდება, შემდეგ რეალ მადრიდს ჩაიბარებს.
მოულოდნელი ინფორმაციით, ევრობასკეტზე არ ითამაშებს მინესოტა ტიმბერვულვზის მოთამაშე, დონტე დივინჩენცო, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. ცნობილია, რომ დივინჩენცომ ევრობასკეტის გამოტოვება პირადად გადაწყვიტა, რაც ცხადია, ჩვენთვის მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციაა. კონტრასტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ საბერძნეთის ნაკრების მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ და ვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ, ევრობასკეტზე მონაწილეობა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა.
ასევე საგულისხმოა, რომ ალეკსანდარ ჯიკიჩს კონტაქტი 2 წლით გაუხანგრძლივდა: განახლებული ხელშეკრულებით, სერბი სპეციალისტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2027 წლის 30 სექტემბრამდე გაწვრთნის, რაც დიდი ტურნირის დაწყებამდე, პოზიტიური სიახლეა: სერბი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებს სათავეში ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ტურნირის წინ ჩაუდგა და ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, კონტრაქტის გახანგრძლივება კი ცალსახად იმის დასტურია, რომ გუნდი მას ნდობას უცხადებს.
ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს, რომლის მთავარი სპონსორიც საქართველოს ბანკია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები