ირაკლი კობახიძე

3 Aug. 2025, 17:34

ირაკლი კობახიძე: "დღესაც, 2 წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, დაღუპული ადამიანები, დაღუპული ბავშვები. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები, ასევე ჩვენი ვალია მაქსიმუმი გავაკეთოთ, იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები.

მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული.

ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას. [...]

უახლოეს მომავალში დაიწყება შოვში ტაძრის მშენებლობა, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ძალიან ხშირად ამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…