დუა ლიპას კოსოვოს მოქალაქეობა მიენიჭა
ფოტო: vjosa.osmani / Instagram
დუა ლიპა კოსოვოს მოქალაქე გახდა. ბრიტანეთში მცხოვრები კოსოვოელი ალბანელების ოჯახში დაბადებული პოპვარსკვლავი ახლა უკვე სამი ქვეყნის მოქალაქეობას ფლობს: ალბანეთის, გაერთიანებული სამეფოსი და კოსოვოსი. ამ უკანასკნელის მოქალაქეობა ლიპას საზეიმო ვითარებაში გადასცა ქვეყნის პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ, რომელმაც მას "კოსოვოს მარგალიტი" უწოდა. ცერემონიაზე მუსიკოსს ბავშვთა გუნდიც შეეგება, რომელმაც მისი ჰიტი Levitating შეასრულა.
ოსმანის თქმით, დუა ლიპა კოსოვოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კულტურული ფიგურაა და ისინი მუდამ მადლიერები იქნებიან იმ ყველაფრისთვის, რასაც მომღერალი აკეთებს.
"დუა და კოსოვო ყოველთვის განუყოფლები იყვნენ", — აცხადებს კოსოვოს პრეზიდენტი, — "მან სიამაყით, სიძლიერითა და დიდებულებით მიიტანა ჩვენი ამბავი მსოფლიოს უდიდესი სცენებიდან მილიონობით ადამიანის გულებამდე".
თავად ლიპა კი ამბობს, რომ ისეთი განცდა აქვს, "თითქოს მისი ორი ნაწილი გაერთიანდა".
"მე ეს ქვეყანა მიყვარს", — აღნიშნავს მუსიკოსი, — "ეს ამბავი კი ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის ძალიან ბევრს ნიშნავს".
გრემის სამგზის მფლობელი დუა ლიპა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიიდან ლონდონში ჩასული მიგრანტების ოჯახში დაიბადა, მოზარდობისას მცირე ხნით ცხოვრობდა კიდეც სამშობლოში — მას შემდეგ, რაც კოსოვომ 2008 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იგი ოჯახთან ერთად დაბრუნდა დედაქალაქ პრიშტინაში.
პოპვარსკვლავი კოსოვოსადმი თავის მხარდაჭერას ყოველთვის ღიად გამოხატავდა. მისი ინიციატივით, კოსოვოში საქველმოქმედო ფონდი და ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალიც დაფუძნდა. 2022 წელს ვიოსა ოსმანიმ მომღერალს კოსოვოს საპატიო ელჩის სტატუსიც მიანიჭა. ამავე წელს მიენიჭა მომღერალს ალბანეთის მოქალაქეობა.
წლევანდელი მონაცემებით, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან ნახევარზე მეტს, 108 სახელმწიფოს, მათ შორის, ევროკავშირის წევრების უმრავლესობას, გაერთიანებულ სამეფოს და აშშ-ს. საქართველოს, რუსეთს, ჩინეთს, რამდენიმე აფრიკულ და ლათინოამერიკულ ქვეყანას კი კოსოვო დამოუკიდებლად არ უცნიათ.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები