ნინო დათაშვილი იმ პროცესზე დასწრებას ითხოვს, რომელიც მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს
დაპატიმრებული პედაგოგი ნინო დათაშვილი ითხოვს, იმ პროცესს დაესწროს, რომელიც სააპელაციო სასამართლოში, მის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა გაიმართოს. დათაშვილის ადვოკატმა კომენტარი ინტერპრესნიუსთან გააკეთა.
ადვოკატის, თამარ გაბოძის ცნობით, ნინო დათაშვილს საქალაქო სასამართლოში დასწრებოდა იმ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა არ ჰქონდა, სადაც პროკურატურამ მისი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა, ამიტომ ახლა მისი პოზიციის დაფიქსირება სურს.
"მას კატეგორიულად სურს, რომ აპელაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რადგან როდესაც საქალაქო სასამართლოში მისი ფსიქიატრიულში მოთავსების საკითხი იხილებოდა, მას სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს", — განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატმა დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მისი ინფორმაციით, ემოციური ფონი იმ ტკივილების გამო აქვს, რომელიც დათაშვილს ახლახან ჩატარებული ოპერაციის გამო აღენიშნება.
"ნინოს დიაგნოზი არის მალთაშუა დისკის თიაქარი, რადიკულიტი — გამწვავებული ტკივილებითა და თანმდევი ემოციური ლაბილობით ანუ პრობლემა არის თიაქარი და თიაქარზე გაკეთებული ოპერაცია. პროკურატურამ კი ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ნინოს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნა. სწორედ ამიტომ არის ეს უკანონობა, რომ აცდენილია სამართლებრივ ნორმებს. ნინოს ოპერაციიდან გამომდინარე აწუხებს ტკივილები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გამწვავდა და ბუნებრივია ტკივილს ემოცია ახლავს თან.
პროკურატურამ კი, რადგან ადამიანს ტკივილები ჰქონდა, გადაწყვიტა, რომ შეამოწმოს, რამდენად შერაცხადია. პროკურატურა იყენებს ყველაზე უკანონო მეთოდს. მეორე უბედურებაა, რომ სასამართლო ამის სივრცეს აძლევს. მოსამართლეს მსხვერპლის მიმართ არცერთი კითხვა არ დაუსვამს, პროკურატურის შუამდგომლობიდან გამომდინარე.
ნინოს წელის ტკივილი გამძაფრებული აქვს. მისი დიაგნოზი არის — "თიაქარი". ეს კი ისეთი დიაგნოზია, რომელიც პერიოდულად მწვავდება. დღეს 2 ინექცია ჰქონდა გაკეთებული - ანთების საწინააღმდეგო და გამაყუჩებელი. კონსულტაციის დროს უჭირდა ჯდომა. ექიმისთვის არაერთხელ გვაქვს მიწერილი, რომ უზრუნველყოფილიყო ნინოს ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი. გასაგებია და მარტივია, რომ ადამიანი, რომელიც დაკავებამდეც იყო სამედიცინო სერვისის საჭიროებით, ჰქონდეს შესაბამისი გარემო და არაინკლუზიურ გარემოში, ციხის პირობებში ვერ მოხდება ნორმალური მკურნალობა და ვერ მოხდება ნინოს მდგომარეობის გაუმჯობესება, პირიქით გაუარესდება.
ნინო მხნედ არის და საზოგადოებას სოლიდარობისთვის მადლობას უხდის. ცდილობს, რომ ახალი უკანონობა და ყველაზე ამორალური ბრძოლა და თავდასხმა გადაიტანოს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
მიზანი კი ნინოს დისკრედიტაცია და უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებაა", — განაცხადა თამარ გაბოძემ.
ცნობისთვის, სასამართლომ ნინო დათაშვილის, დაკავებული აქტივისტისა და მასწავლებლის, იძულებით ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა; იძულებითი ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანას მოიცავს. პროკურატურამ ამის საფუძვლად 2019 წელს გაკეთებული სამედიცინო ჩანაწერი დაასახელა, რომელშიც ხერხემლის დაავადების თანმდევი "ემოციური ლაბილობა" იყო ნახსენები.
ნინო დათაშვილი "საჯარო მოსამსახურეზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით" 20 ივნისს დააკავეს. მანდატურზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივლისს შეეფარდა. აქტივისტს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები დათაშვილისთვის იძულებითი ექსპერტიზის დანიშვნას ეხმაურებიან
- სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, დათაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით ზედამხედველობას გააგრძელებენ
- სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა აქტივისტი ნინო დათაშვილის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაყვანაზე
- მას გადაადგილება უჭირს, წელი სტკივა და ჯანმრთელობის კონკრეტული საჭიროებები აქვს — ადვოკატი ნინო დათაშვილზე
- სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ნინო დათაშვილის მოთხოვნის საფუძველზე არ გაუსაჯაროებიათ პერსონალური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
- 200-ზე მეტი მასწავლებელი და ლექტორი ნინო დათაშვილს სოლიდარობას უცხადებენ
- საია: ნინო დათაშვილის მიმართ პატიმრობის გამოყენება დაუსაბუთებელია
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები