პალესტინელი აქტივისტი, რომელიც ოსკაროსან ფილმზე მუშაობდა, ისრაელელმა ახალმოსახლემ მოკლა
ცნობილი პალესტინელი აქტივისტი ოდეჰ ჰადალინი, რომელიც ოსკაროსანი დოკუმენტური ფილმის, No Other Land-ის, კონსულტანტი იყო, გასულ კვირას მოკლეს. ადგილობრივი მედიისა და ხელისუფლების ცნობით, ჰადალინს დასავლეთ სანაპიროზე (მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირი, ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია) ისრაელელმა ახალმოსახლემ ესროლა.
აქტივისტის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ისრაელელმა ჟურნალისტმა და No Other Land-ის რეჟისორმა იუვალ ავრაჰამმა გაავრცელა. ავრაჰამის ცნობით, ჰადალინი წელზემოთ იყო დაჭრილი და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ აქტივისტის გარდაცვალება დაადასტურა.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, მათ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს და გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ისრაელელი სამხედროების მტკიცებით კი, "ტერორისტებმა ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებს ქვები დაუშინეს" კარმელის მახლობლად. კარმელი ისრაელური დასახლებაა დასავლეთ სანაპიროზე. დასავლეთ სანაპიროს, როგორც ბიბლიურ იუდეასა და სამარიას, ისრაელი საკუთარ ნაწილად მიიჩნევს, მაგრამ საერთაშორისო სამართლით ისრაელური დასახლებები ამ ტერიტორიაზე უკანონოა.
ისრაელურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰადალინის მკვლელობაში ბრალდებული ექსტრემისტულად განწყობილი ახალმოსახლე იინონ ლევია, რომელიც პალესტინელებზე ძალადობაში წინათაც იყო მხილებული და სანქცირებული აშშ-ისა და კანადის მიერ.
"იგი საკუთარ სოფელში ახალმოსახლის წინ იდგა, როცა ამ უკანასკნელმა პირდაპირ მკერდში ესროლა ტყვია და სიცოცხლე მოუსწრაფა", — წერს ინსტაგრამზე პალესტინელი ჟურნალისტი და ასევე No Other Land-ის რეჟისორი, ბასელ ადრა, — "ასე ცდილობს ისრაელი ჩვენს გაქრობას, ყოველ ჯერზე თითო სიცოცხლის წართმევით".
დასავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა განსაკუთრებით 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ დაიძაბა. გაეროს ცნობით, მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე სულ მცირე 964 პალესტინელი მოკლეს ისრაელის სამხედრო ძალებმა და ახალმოსახლეებმა.
პალესტინელი აქტივისტი ოდეჰ ჰადალინი თავის შვილთან ერთად
მოკლული ოდეჰ ჰადალინი დასავლეთ სანაპიროზე ჩასულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს მეგზურობას უწევდა და No Other Land-ის გადაღებებშიც აქტიურად იყო ჩართული. რამდენიმე კვირის წინ იგი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სინაგოგაში რელიგიათაშორის ფორუმზე უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ კალიფორნიაში ჩასვლისთანავე დააკავეს და დეპორტით გააბრუნეს.
No Other Land, რომელიც ამერიკული კინოაკადემიის წლევანდელ დაჯილდოებაზე საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა, ისრაელელი და პალესტინელი ჟურნალისტების ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი პალესტინელი ოჯახის ცხოვრებას გვიჩვენებს, რომელიც ისრაელის მთავრობამ ღაზას დასავლეთ სანაპიროდან გადაასახლა.
აღსანიშნავია, რომ მარტში ისრაელელი ახალმოსახლეების თავდასხმის მსხვერპლი გახდა No Other Land-ის კიდევ ერთი რეჟისორი, ჰამდან ბალალი, რომელიც მოგვიანებით ისრაელელმა სამხედროებმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან აიყვანეს. ბალალის თქმით, დაკავების შემდეგ მას თვალები აუხვიეს, ხელებზე ბორკილები დაადეს და სცემეს. საერთაშორისო კინოსაზოგადოების მოთხოვნის შემდეგ რეჟისორი გაათავისუფლეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები