დანიაში ზოოპარკი ხალხს შინაური ცხოველების ჩაბარებას სთხოვს მტაცებლების გამოსაკვებად
ფოტო: Dmitry Tomashek / Unsplash
დანიის ქალაქ ოლბორგში მდებარე ზოოპარკი მტაცებელი ცხოველების გამოსაკვებად ახალ გზებს ეძებს. ზოოპარკი მოსახლეობას "არასასურველი", მაგრამ ჯანმრთელი შინაური ცხოველების ჩაბარებას სთხოვს, რომლებსაც, მოგვიანებით, ევთანაზიას გაუკეთებენ და საკვებად მიაწვდიან თავიანთ ბინადრებს. დაწესებულება იბარებს ცოცხალ ქათმებს, კურდღლებს და ზღვის გოჭებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ცხენს ჩააბარებენ, მეპატრონე საგადასახადო შეღავათსაც მიიღებს. ზოოპარკის მტკიცებით, მტაცებლებისთვის, განსაკუთრებით ფოცხვერისთვის, დაუნაწევრებელი ნადავლის მიწოდებაა საჭირო — ისეთისა, როგორსაც ბუნებრივ პირობებში მოინადირებდა.
"ზოოპარკებში ვალდებულება გვაქვს, ცხოველების კვება, მათივე კეთილდღეობისთვის, ბუნებრივ ჯაჭვს მივამსგავსოთ", — ნათქვამია ზოოპარკის განცხადებაში.
თუმცა, განცხადებას სოციალურ ქსელში იმდენად უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ზოოპარკს თავის გვერდზე კომენტარების სექციის შეზღუდვა მოუწია.
"რა ამაზრზენია", — წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი, — "როგორ უნდა გაიმეტო შენი ჯანმრთელი შინაური ცხოველი მოსაკლავად. აი, ასე აქეზებენ ხალხს, რომ კარგად არ დაფიქრდნენ ცხოველის ყოლამდე, რადგან, ოლბორგის ზოოპარკის დამსახურებით, ნებისმიერ დროს შეძლებენ მათ თავიდან მოცილებას".
აღსანიშნავია, რომ ჩასაბარებელი ცხოველის ჯანმრთელობა მთავარი მოთხოვნაა — მაგალითად, ცხენის შემთხვევაში, მას უნდა გააჩნდეს პასპორტი და ბოლო 30 დღის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი დაავადება.
ზოოპარკის დირექტორის მოადგილე, პია ნილსენი, ამბობს, რომ ისინი უკვე წლებია, რაც პატარა ცხოველებს მტაცებლების გამოსაკვებად იყენებენ.
"როცა ხორცისმჭამელი ცხოველები გყავს, აუცილებელია, მათ ხორცი მიაწოდო, უმჯობესია, მისივე ბეწვით და ძვლებით, რათა ბუნებრივ საკვებთან მიახლოებული იყოს", — ხსნის ნილსენი, — "ამდენად, ლოგიკურია, რომ ამ დანიშნულებით ვიბარებთ ცხოველებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით ევთანაზიის გაკეთება სჭირდებათ. დანიაში ეს გავრცელებული პრაქტიკაა და ჩვენს ბევრ სტუმარსაც მოსწონს შეთავაზება".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები