მედეას მემკვიდრეობა ფოთში — Masholand & ნიკო
ფოტო: საქართველოს ბანკი
მედეა, მითოლოგიური კოლხი ქალი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რჩება, როგორც წარსულის, ისე ცოცხალი იდეებისა და ღირებულებების სიმბოლოდ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, სწორედ მედეა ეხმარება იასონს ოქროს საწმისის მოპოვებაში, არღვევს მამის, მეფე აიეტის ბრძანებებს და არგონავტების წარმატების მთავარი მიზეზი ხდება. თუმცა, ამ გზას მსხვერპლი ახლავს, მედეა ტოვებს საკუთარ სახლს, ოჯახსა და სამშობლოს.
ამიტომაც ის ერთდროულად გმირიც არის და ანტიგმირიც. ერთი მხრივ, ცოდნის, სიძლიერის, ჯადოსნური უნარებისა და თავისუფლების სიმბოლოა. მეორე მხრივ, მოღალატე, შურისმაძიებელი და დაუნდობელი ქალის სახე. ფილმებში, წიგნებში, თეატრალურ დადგმებსა თუ ფერწერულ ნამუშევრებში ხშირად ამოვიცნობთ მედეას შთაგონებით შექმნილ პერსონაჟს. ამჯერად კი, მისი სახე ფოთში გაცოცხლდა. ქალაქში, რომელიც თავადაც არგონავტების ისტორიის ნაწილია.
ამ მისტიკური ქალის ისტორიიდან და სიმბოლიკიდან დაიბადა — მედეას მემკვიდრეობა, ნიკოს და საქართველოს ბანკის კოლაბორაციით კი შეიქმნა ახალი კედელი ფოთში. Masholand-ის ნამუშევარი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა და ქალაქის ურბანულ ნაწილს განსხვავებულ იერსახეს სძენს. ნახატში მეორდება ფოთისთვის დამახასიათებელი პეიზაჟი, თოლიები, ფლორა და ფაუნა, მედეა და ოქროს საწმისი. თუმცა, ვიზუალური შთაბეჭდილების მიღმა, ნამუშევარში ბევრად ღრმა გზავნილია:
“ეს კედელი საკმაოდ მრავალშრიანია. ვიღაცამ შეიძლება მხოლოდ პეიზაჟი დაინახოს, მაგრამ ჩემთვის მთავარი მედეასა და უმაღლესი ქურუმის გაერთიანების იდეაა. მინდოდა მითოლოგიური თემატიკა ახალ სივრცეში, თანამედროვე მედიუმის საშუალებით გადმომეცა, რომელიც შემახსენებელი იქნებოდა, რომ მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია არა როგორც დრო, რომელზეც უნდა შევჩერდეთ, არამედ როგორც საძირკველი, რომელზეც შეიძლება ახალი ავაშენოთ,“ — გვიყვება არტისტი.
ფოთში შექმნილი ახალი კედელი მხოლოდ შინაარსით არ არის გამორჩეული. მისი შექმნის პროცესი არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა.
"კედლის სტრუქტურამ სამუშაო დრო მნიშვნელოვნად გაახანგრძლივა. დღეში 10-11 საათი ვმუშაობდი, მაგრამ სტანდარტულ პროექტთან შედარებით, ორი დღით მეტი დამჭირდა. ამას დაემატა ქარი და წვიმაც. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მივედი იმ შედეგამდე, რასაც ჩემი ჩანაფიქრი ეფუძნებოდა“ — ამბობს მაშო.
მაშო მარგიშვილი, იგივე Masholand, მულტიდისციპლინური ხელოვანია- დიზაინერი, ილუსტრატორი და მხატვარი, რომლის ნამუშევრები უკვე წლებია, როგორც ციფრულ,. ისე ურბანულ სივრცეებში გვხვდება. ინტერიერის კედლებზე ხატვა 2014 წელს დაიწყო, მალევე გარე სივრცეების ათვისებაზე გადავიდა. ხოლო 2018 წელს, ნიკოს პირველი ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად ამ პროექტისთვის ესტონეთიდან ჩამოვიდა და პეტრიაშვილის ქუჩაზე, გამორჩეულად ფერადი ნახატი შექმნა.
კითხვაზე, თუ რა არის მისი შთაგონების წყარო, მაშო გვპასუხობს:
"ყველაზე ხშირად შთაგონება მოგზაურობისას მოდის. უმეტესად თემა, რომელსაც ვეხები, უშუალოდ იმ ადგილთანაა დაკავშირებული, სადაც იმ მომენტში ვიმყოფები. მგონია, რომ ახალი შთაბეჭდილებები, განსხვავებული კულტურისა დაადგილების აღმოჩენა ინსპირაციისთვის აუცილებელია.”
მედეას მემკვიდრეობა— მხოლოდ ერთი ნახატი არ არის. ის ერთ-ერთია იმ 200-ზე მეტი კედლიდან, რომლის გარდაქმნაზეც ნიკომ იზრუნა.
პროექტი ნიკო, რომელიც 2019 წლიდან საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, გაცილებით მეტია, ვიდრე კედლებზე დატოვებული ფერები. წლების განმავლობაში, ნიკოს არტისტებმა საქართველოს არაერთი ქალაქის კედლებზე კვალით დაამტკიცეს, რომ ხელოვნება შესაძლებელია იყოს ყველგან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები