"აბაზანაში შეყუჟვის" ახალი ტენდენცია — რა უნდა გააკეთოთ, თუ ამას შეამჩნევთ
ფოტო: Vice
მიუხედავად იმისა, რომ ახალი თაობა უფრო ღიად საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა და სტრესიც კი, ამ თემაზე ტაბუ ისევ არსებობს. ბოლო პერიოდში TikTok-ისა და Instagram-ის მსგავს პლატფორმებზე აქტიურად განიხილება ერთი ტენდენცია, რაც, შესაძლოა, ოდნავი შეშფოთების მიზეზიც გახდეს.
ეს ტენდენცია ცნობილია, როგორც "აბაზანაში შეყუჟვა" (აბაზანაში კემპინგი). ბევრი, ვინც მასში მონაწილეობს, ამბობს, რომ ეს ეხმარება მათ, თავი დააღწიონ დატვირთულ სამუშაო დღეს და მის მიერ გამოწვეულ ზედმეტ სტიმულაციას ცოტა ხნით, ზოგიერთ შემთხვევაში საათობითაც კი.
რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთით შესვენება უჩვეულო არ არის, მაგრამ თუ თქვენი რომელიმე ახლობელი საათებს ატარებს აბაზანაში, შეიძლება საჭირო იყოს მასთან საუბარი ამ თემაზე.
რა არის "აბაზანაში შეყუჟვა" და რატომ მიმართავს მას ხალხი?
თერაპევტმა რიჩ კოქსმა, ონლაინ თერაპიის პლატფორმა BetterHelp-იდან, განაცხადა: "TikTok-ზე გავრცელებული ბოლოდროინდელი ტენდენცია — აბაზანაში თავის შეფარება — გულისხმობს, რომ ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ატარებენ აბაზანაში დროს და არა ჩვეულებრივი მიზნით, არამედ მშვიდი თავშესაფრის სახით. ბევრისთვის აბაზანა ხდება მარტოობის იშვიათი სივრცე; ადგილი, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, ისუნთქოთ და დროებით გაეთიშოთ გარე სამყაროს მოთხოვნებს".
სტრესთან გამკლავების აღნიშნული სტრატეგია TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა. ერთ-ერთი მომხმარებელი თავის 290 ათას გამომწერს უხსნიდა, რომ თუ ის წვეულებაზეა — ან თუნდაც სახლში მარტო რჩება — და ზედმეტ სტიმულირებას გრძნობს, აბაზანაში იმალება ცოტა ხნით, ზოგჯერ კი იქ რამდენიმე საათით რჩება.
ამ მომხმარებელმა თქვა: "არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე აბაზანის სარკეში საკუთარ თავთან საუბარი. რატომ არ შეგვიძლია ამის ნორმალიზება? აბაზანაში არაფერი ხდება, არ არის ფანჯრები, რომ სადმე გავიხედოთ, უბრალოდ მე ვარ ჩემივე თავის პირისპირ."
რატომ შეიძლება ეს ტენდენცია შეშფოთების მიზეზი იყოს?
კოქსმა თქვა, რომ ახალგაზრდა თაობას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები უფრო მეტად აწუხებს, რაც შეშფოთების მიზეზია იმის გათვალისწინებით, რომ კოქსის თქმით, ამ ასაკობრივ ჯგუფში "ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარების ძიების მიმართ მომატებული სტიგმა არსებობს".
მან თქვა: "ჩვენ დავინახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში ამ თაობას თითქმის 2-ჯერ უფრო ხშირად აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შფოთვა, ვიდრე Baby Boomers-ის თაობას, შესაბამისად, აბაზანაში თავის შეფარება შეიძლება იყოს დახმარების ძიების ერთგვარი ფორმა, რომელიც ემოციური გადატვირთვის დროს კონტროლის შეგრძნებას გვთავაზობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქცევა შეიძლება ხანმოკლე შვებას გვთავაზობდეს, მნიშვნელოვანია ფრთხილად გამოვიკვლიოთ, რა შეიძლება იყოს განცალკევების საჭიროების მიზეზი. მდგრადი ემოციური კეთილდღეობა ხშირად მიღწევადია არსებული ძირითადი პრობლემების მოგვარებით და არა მხოლოდ სიმპტომების მართვით".
რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ შეამჩნევთ, რომ მეგობარი ან ოჯახის წევრი ხშირად აფარებს თავს აბაზანაში?
კოქსმა განმარტა: "თუ შეამჩნევთ, რომ მეგობარი ან საყვარელი ადამიანი „სააბაზანოში კემპინგს“ მიმართავს, შესთავაზეთ ერთად გასეირნება ან უბრალო საუბარი, რომელიც დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ სამყაროდან დამალვის გამომწვევ მიზეზებს"
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები