მშობლების სიტყვიერი აგრესია მოზარდებში მენტალური პრობლემების რისკს 64%-ით ზრდის
კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვთა კეთილდღეობაზე მიყენებული ხანგრძლივი ზიანი შესაძლოა გაცილებით უფრო მძიმე იყოს, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.
მშობლები, რომლებიც დასცინიან, ემუქრებიან ან ამცირებენ საკუთარ შვილებს, მოზარდობის ასაკში მათი შვილების მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს 64%-ით ზრდიან — ამბობს კვლევა.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები დროთა განმავლობაში შემცირდა, სიტყვიერისა კი გაიზარდა.
ჟურნალ BMJ Open-ში გამოქვეყნებული კვლევა ეყრდნობა 20,687 მოზარდის მონაცემებს, რომლებიც 2012-2024 წლებში გამოქვეყნებული შვიდი სხვადასხვა კვლევიდან შეგროვდა.
ზრდასრულთა ფსიქიკური კეთილდღეობის ინდივიდუალური და კომბინირებული კომპონენტების გასაზომად დაისვა ყველა შეკითხვა ბავშვობაში განცდილი ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შესახებ, რისთვისაც ბავშვობის საზიანო გამოცდილების (ACE) ვალიდური ინსტრუმენტები და უორვიკ-ედინბურგის ფსიქიკური კეთილდღეობის შკალა გამოიყენეს.
ორი კვირის განმავლობაში კვლევის მონაწილეებს ეკითხებოდნენ მათი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, პასუხები კი შეფასდა ქულებით, რათა განესაზღვრათ ფსიქიკური კეთილდღეობის მაღალი ან დაბალი დონე.
შედეგების ანალიზის მიხედვით, მოზარდობის ასაკში მენტალური კეთილდღეობის დაბალი დონის ალბათობას ფიზიკური ძალადობა 52%-ით ზრდის, ხოლო სიტყვიერი ძალადობა ამ ალბათობას 64%-მდე ზრდის.
კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ცდისპირები,რომლებიც ფიზიკურთან ერთად სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლიც იყვნენ, კიდევ სხვა ტიპის რისკების წინაშე დგანან.
- იმ ცდისპირებში, რომლებსაც ძალადობა არ გამოუცდიათ, ფსიქიკური კეთილდღეობის დაბალი დონის ალბათობა შეადგენდა 16%-ს;
- მათთვის, ვისაც ფიზიკური ძალადობა გამოუცდია, ეს მაჩვენებელი 22.5%-მდე იზრდება;
- სიტყვიერი ძალადობის მსხვერპლთათვის ალბათობა 24%-მდე ადის;
- მათთვის, ვისაც ორივე სახის ძალადობა გამოუცდია, ეს მაჩვენებელი 29%-ია.
გარდა ამისა, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები განახევრდა და 20%-დან (ძალადობის მაჩვენებელი 1950-1979 წლების შუალედში დაბადებულთა შორის) 10%-მდე (ძალადობის მაჩვენებელი 2000 წელს ან მას შემდეგ დაბადებულთა შორის) შემცირდა.
რაც შეეხება სიტყვიერ ძალადობას, მისი შემთხვევები 12%-დან (მათ შორის, ვინც 1950 წლამდეა დაბადებული) დაახლოებით 20%-მდე (2000 წელს ან მას შემდეგ დაბადებულთა შორის) გაიზარდა.
ეს მიგნებები თან ერთვის წინა კვლევას, რომელმაც აჩვენა, რომ ბავშვობაში განცდილი სიტყვიერი ძალადობა თვითდაზიანების, ნარკოდამოკიდებულებისა და საბოლოოდ ციხეში მოხვედრის მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.
"ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების მისამართით დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და ძალადობრივი ენის გამოყენების გრძელვადიანი შედეგი შესაძლოა ისეთივე მძიმე აღმოჩნდეს ფსიქიკური ჯანმრთელობითვის, როგორიც ფიზიკური ძალადობის შემთხვევაშია" — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარკ ბელისმა ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტიდან.
"არანაკლებ შემაშფოთებელია ფიზიკური ძალადობის შემცირებისა და სიტყვიერი ძალადობის ზრდის ტენდენცია, რაც კვლევის დროს გამოიკვეთა. ამან შესაძლოა გაანეიტრალოს ის სარგებელი, რასაც ფიზიკური ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებისგან ველოდით".
კვლევის ავტორებმა აღიარეს გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეეფასებინათ ძალადობის ფორმების სიმძიმე ან ის ტენდენცია, რომელიც ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის შემთხვევების ცვლილებას უკავშირდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს კვლევა ამ ტენდენციების მიზეზებს არ იკვლევს, აუცილებელია, უბრალოდ ერთი სახის ბავშვური ტრავმა არ ჩავანაცვლოთ მეორეთი" — აღნიშნა ბელისმა. "ამიტომ, ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე მშობლებისთვის იმის თქმაა, რა არ უნდა გააკეთონ. ამის ნაცვლად, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ მკაფიო, პრაქტიკული მხარდაჭერა და რჩევები, რაც საშუალებას მისცემს მათ, შვილები ზრუნვითა და ჯანსაღი დამოკიდებულებით აღზარდონ".
კვლევის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ ცდისპირებში, რომლებიც 2000 წელს ან მას შემდეგ არიან დაბადებულები, გაცილებით მაღალია ალბათობა იმისა, რომ საერთო ფსიქიკური კეთილდღეობის მაჩვენებელი დაბალი ჰქონდეთ — კაცები უფრო ხშირად აღნიშნავდნენ, რომ არასდროს ან იშვიათად გრძნობენ ოპტიმიზმს, რეალიზებულობას ან სხვებთან სიახლოვეს, ქალები კი უფრო მეტად აღნიშნავდნენ, რომ არასდროს ან იშვიათად გრძნობენ თავს დასვენებულად.
Words Matter-ის — საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ბავშვობის სიტყვიერი ტრავმის აღმოფხვრაზე მუშაობს — დამფუძნებლის, ჯესიკა ბონდის თქმით, კვლევა ადასტურებს, რომ "სიტყვებს შეუძლიათ ღრმა ჭრილობის მოყენება, რომელსაც ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და განვითარებაზე".
"ყველა სარგებელი, რაც ფიზიკური ძალადობის რისკების შემცირების გზაზე მოვიპოეთ, გააფერმკრთალა სიტყვიერი ძალადობის მზარდმა შემთხვევებმა. ჩვენ ახლა უნდა დავუპირისპირდეთ იმ ხანგრძლივ ზიანს, რაც მკაცრ, დამამცირებელ ან კონტროლისკენ მიმართულ ენას მოაქვს. ჩვენ ბავშვები კი არ უნდა დავამციროთ, არამედ უნდა გავაძლიეროთ ისინი. მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ჩვენი საერთო მომავალი სწორედ ამაზეა დამოკიდებული" — თქვა მან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები