გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული გიორგი ახობაძე უდანაშაულოდ ცნო. მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების არ არსებობიდან გამომდინარე მიიღო.
გიორგი ახობაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
"ამ წუთამდე და ამ წამამდე ხელი და ხმა გვიკანკალებს ჩვენ, ადვოკატებს. წარმოუდგენელია კიდევ გიორგის რა განცდა დაეუფლა. სიტყვებს, ემოციებს თავს ვერ ვუყრი. ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება იყო დღეს, ერთადერთი ალტერნატივა ჰქონდა მოსამართლეს, მიეღო გამამართლებელი განაჩენი, გამოეტანა გამამართლებელი განაჩენი და ვფიქრობ, მოსამართლემ ვერ შეძლო ამ პირობებში, რომ მიეღო ის არაკანონიერი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, რასაც ველოდით. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
გიორგი არის მართალი, გიორგი არის უდანაშაულო და გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. ამით უკვე წერტილი დაესვა ყველაფერს და ფარდა აეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს. იმ აბსურდს, რასაც გვთავაზობდნენ თვეების განმავლობაში. გიორგი არის უდანაშაულო," — განაცხადა გიორგი ახობაძის ადვოკატმა, ლაშა ცუცქირიძემ.
გიორგი ახობაძის საქმე
ახობაძე 7 დეკემბერს, აქციიდან სახლში მომავალი გააჩერეს. ახობაძის პირად და მანქანის ჩხრეკას ნეიტრალური მოწმე არ ჰყავდა. ახობაძის საქმეში არ არსებობდა არც მისი ჩხრეკის ვიდეო მასალა, თუ როგორ "აღმოუჩინეს" მას ნარკოტიკული საშუალება. ახობაძე ყოველ სასამართლო პროცესზე 7 დეკემბრის ღამეს დეტალურად იხსენებდა — თუ როგორ განათავსეს მის ჯიბეში ნარკოტიკული საშუალება. ახობაძე ასევე დეტალურად იხსენებდა, თუ როგორ მოიპოვეს მისი პირის ღრუდან ნერწყვის ნიმუში, რაც მოგვიანებით პოლიციამ "სამხილზე" დაიტანა. ახობაძის საქმეში ნარკოტიკულ ნიმუშზე არსებული "ბიოლოგიური სითხეა" ერთადერთი პროკურატურის "სამხილი" ახობაძის წინააღმდეგ.
ექიმი გიორგი ახობაძე პროევროპული აქციებისას სოციალურ ქსელში აქტიურად იძლეოდა რჩევებს, თუ როგორ დაეცვათ თავი მოქალაქეებს ძალადობრივი დარბევებისას და აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. ახობაძე 7 დეკემბერს დააკავეს, როდესაც ის აქციიდან სახლში ბრუნდებოდა, სადაც ავადმყოფი დედა ელოდებოდა. ბრალდებული მარტო უვლიდა დედას და სასამართლოზე აღმკვეთ ღონისძიებად შიდაპატიმრობის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
"არ გაითვალისწინეთ და არ მომეცით საშუალება, მიმეხედა დედაჩემისთვის - ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტისთვის გამეწია ის დახმარება," — განაცხადა ახობაძემ ერთ-ერთ სასამართლოზე.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები