ტომ ჰოლანდი ჯეიმს ბონდთან დაკავშირებულ ჭორებს გამოეხმაურა
ფოტო: FandomWire
ჰოლანდი, ტომ ჰოლანდი?
მას შემდეგ, რაც Amazon MGM სტუდიამ ჯეიმს ბონდის ახალი ფილმის გამოსვლა დააანონსა, უამრავი ჭორი დადის იმის შესახებ, ვინ შეასრულებს ჯეიმს ბონდის როლს დენიელ კრეიგის შემდეგ. მსახიობი, ჯერჯერობით, შერჩეული არ არის, თუმცა, როგორც ცნობილია, ლეგენდარული ჯეიმს ბონდის როლზე ჩვენი მეგობრული მეზობელი ადამიანი ობობაც განიხილება.
ფოტო: Franco Origlia/WireImage; Sony Pictures/courtesy Everett
გორდონ რემზის YouTube-ის სერიალ Scrambled-ის ერთ-ერთ ეპიზოდში გამოჩენისას, ჰოლანდმა მიმდინარე ვარაუდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ როლის მიღება ყველა მსახიობისთვის "კარიერის მწვერვალია".
გადაცემაში წამყვანმა მსახიობს ჰკითხა, როგორ წარმოუდგენია თავისი ცხოვრება იმ შემთხვევაში, ის 007-ის როლს მოირგებს.
"ალბათ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება, არა?" — ჰკითხა ჰოლანდს რემზიმ.
"ეს როლი ყველა ახალგაზრდა ბრიტანელი მსახიობისთვის კარიერის ერთგვარი მწვერვალია", — თქვა ჰოლანდმა — "მე თავს უკვე ყველაზე იღბლიან ადამიანად მივიჩნევ, ვერც კი ვიოცნებებდი, რომ ამდენს მივაღწევდი".
ფოტო: Getty Images
როგორც ცნობილია, ბონდიანას ახალ ფილმს დიუნის რეჟისორი დენი ვილნევი გადაიღებს, ხოლო სცენარს ალესილი კეპების სცენარისტი, სტივენ ნაიტი, დაწერს. მათ პროდიუსერები, ბარბარა ბროკოლი და მაიკლ ჯ. უილსონიც შეუერთდებიან.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდის როლზე, ჰოლანდთან ერთად მთავარ ფავორიტებად განიხილებიან — აარონ-ტეილორ ჯონსონი და ჯეიმს ნორტონი, თუმცა საუბარი არის ასევე ირლანდიელ მსახიობ პოლ მესკალზეც.
ჯერჯერობით უცნობია, ვის ვიხილავთ ლეგენდარული ჯეიმს ბონდის როლში, თუმცა, შეგახსენებთ, რომ მანამდე ტომ ჰოლანდის ნახვას ორ ახალ ფილმში — ადამიანი-ობობა: სრულიად ახალი დღესა და ოდისეაში — შევძლებთ.
ადამიანი ობობას მეოთხე ნაწილს ეკრანებზე 2026 წლის 31 ივლისს, ხოლო კრისტოფერ ნოლანის ოდისეას იმავე წლის, 17 ივლისს, ვიხილავთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები