"ზედმეტად გამხდარი" მოდელების გამო ზარას 2 რეკლამა აიკრძალა
ფოტო: Zara
დიდი ბრიტანეთის სარეკლამო სტანდარტების სააგენტომ ზარას ორი რეკლამა აკრძალა, მიზეზად კი დაასახელა, რომ მათზე გამოსახული მოდელები "ზედმეტად გამხდრები" არიან.
სააგენტომ განაცხადა, რომ ერთ რეკლამაში ჩრდილები და გადაწეული თმა მოდელს ზედმეტად გამხდარსა და გამოფიტულს აჩენდა, ხოლო მეორე რეკლამაში მოდელის პოზა და დეკოლტე მის "გამოწეულ" ლავიწის ძვლებზე ამახვილებდა ყურადღებას.
საზედამხედველო ორგანომ ზარას მოუწოდა, რომ მსგავსი "უპასუხისმგებლო" რეკლამებისგან თავი შეიკავოს.
ზარამ აკრძალული რეკლამები აპლიკაციიდან და ვებსაიტიდან წაშალა და განაცხადა, რომ ორივე მოდელს ჰქონდა სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ფოტოების გადაღებისას ჯანმრთელები იყვნენ.
ამ რეკლამებიდან ერთ-ერთი მოკლე კაბას ეძღვნებოდა, სარეკლამო სტანდარტების სააგენტომ კი ჩათვალა, რომ მოდელის ფეხების წვრილად გამოსაჩენად რეკლამაში ჩრდილები იყო გამოყენებული. ამასთან ერთად, მკლავებისა და იდაყვების განლაგება მას არაპროპორციულს აჩენდა.
ფოტო: Zara
მეორე კი პერანგის რეკლამა იყო, რომელშიც, სააგენტოს თქმით, ყურადღების ცენტრი მოდელის გამოკვეთილი ლავიწის ძვლები იყო.
ფოტო: Zara
ორგანომ ამის გარდა კიდევ ზარას 2 რეკლამა გამოიძია, თუმცა მათში დარღვევები ვერ იპოვა.
ზარამ განაცხადა, რომ უმნიშვნელო სინათლისა და ფერების რედაქტირების გარდა, არცერთი სურათი არ იყო ხელოვნურად შეცვლილი. ასევე დაამატა, რომ კომპანია მიჰყვება "ჯანსაღი მომავლის შექმნის" ანგარიშს, რომელიც 2007 წელს დიდ ბრიტანეთში გამოიცა და აღნიშნა, რომ მან შეასრულა ანგარიშის მესამე რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც მოდელებმა უნდა წარმოადგინონ კვებითი დარღვევების ამოცნობის ექსპერტი ექიმებისგან გაცემული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს მათ ჯანმრთელობას.
ზარა პირველი კომპანია არაა, რომლის რეკლამებიც ამ პრობლემის გამო აიკრძალა — სარეკლამო სტანდარტების სააგენტომ წელს Marks & Spencer-სა და Next-ის რეკლამებიც ზუსტად იმავე მიზეზებით აკრძალა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები