პრინცი ჰარი ბულინგის ბრალდებებში გამართლდა
ფოტო: France-Presse/Getty Images
ერთთვიანი დავის შემდეგ — ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების მარეგულირებელმა საბჭომ — პრინც ჰარის ბულინგის, შევიწროებისა და სექსიზმის ბრალდებები არ წარუდგინა.
როგორც ცნობილია, საქველმოქმედო ორგანიზაციის თავმჯდომარემ — სოფი ჩანდაუკამ — პრინცი ჰარი და ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო "ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, ბულინგში, შევიწროებაში, მიზოგინიასა და მიზოგინუარში (ტერმინი, რომელიც შავკანიანი ქალების მიმართ სექსიზმს გულისხმობს)" დაადანაშაულა.
ფოტო: Samir Hussein / Getty Images
5 აგვისტოს, ინგლისისა და უელსის საქველმოქმედო კომისიამ განაცხადა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარის, დოქტორ სოფი ჩანდაუკას მიერ გაკეთებული განცხადებების გამოძიების შემდეგ "სენტებაილში" ბულინგის, შევიწროების, მიზოგინიის ან მიზოგინუარის ფაქტი ვერ აღმოაჩინა.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებების გაბათილებასთან ერთად, კომისიამ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარე გააკრიტიკა, საკითხის "საჯაროდ გაშუქების" გამო და აღნიშნა, რომ შიდა დავების მოგვარების უუნარობამ "სერიოზული გავლენა მოახდინა ორგანიზაციის რეპუტაციაზე და საფრთხე შეუქმნა საზოგადოების ნდობას საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ".
პრინცი ჰარი და სოფი ჩანდაუკა
ფოტო: Jason Koerner/Getty
მოგვიანებით, ბრალდებაზე კომენტარი პრინცმა ჰარიმ გააკეთა:
"ჩემთვის გასაკვირი არ არის, რომ კომისიამ ვერანაირი დარღვევის ფაქტი აღმოაჩინა, მათ ასევე ვერ აღმოაჩინეს საქველმოქმედო ორგანიზაციაში ფართოდ გავრცელებული ბულინგის, შევიწროების ან მიზოგინიისა და მიზოგინუარის მტკიცებულება, როგორც ამას ამჟამინდელი თავმჯდომარე ამტკიცებს".
ჩანდაუკამ განაცხადა, რომ კომისიის გამოძიება ორგანიზაციისთვის ერთგვარი "გამოცდა" იყო. "ჩვენ არა მხოლოდ მადლიერები ვართ, რომ გადავრჩით, არამედ უფრო ძლიერები, მიზანდასახულები და ამბიციურები", — დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ საქველმოქმედო ორგანიზაციაში თანამდებობა ჯერ კიდევ მარტში, ლეზოთოს პრინც სეესოსთან ერთად დატოვა. მას შემდეგ, ჩანდაუკამ ბრიტანულ მედიასთან არაერთ ინტერვიუში თქვა, რომ პრინცის ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად. ჰარიმ ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.
პრინცი სეესო და პრინცი ჰარი
ფოტო: Brian Otieno/Getty
მას შემდეგ, რაც რწმუნებულებმა ორ პრინცთან ერთად თანამდებობები დატოვეს, სოფი ჩანდაუკამ ოთხი ახალი რწმუნებული დანიშნა. საქველმოქმედო კომისიის ჩანაწერებისა და საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებსაიტის ცნობით, ამჟამად ორგანიზაციაში მხოლოდ ორი დარჩა.
რაც შეეხება სოფი ჩანდაუკას, ზიმბაბვეში დაბადებული იურისტი ორგანიზაცია "სენტებაილის" თავმჯდომარედ 2023 წლის ივლისში დაინიშნა, მანამდე კი 2009 წლიდან 2015 წლამდე რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა.
პრინცი ჰარი და სოფი ჩანდაუკა
ფოტო: Brian Otieno/Getty Images for Sentebale
როდესაც ჩანდაუკამ ბრალდებები გაასაჯაროვა, მან თავი ინფორმატორად მოიხსენია და ყოფილი რწმუნებულების შესახებ კომისიას აცნობა. ჩანდაუკამ მათ წინააღმდეგ სარჩელი ინგლისის უმაღლეს სასამართლოშიც შეიტანა.
2006 წელს პრინცების მიერ დედების პატივსაცემად დაარსებული ორგანიზაცია — "სენტებაილი" — სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის თანხებს აგროვებდა. დაარსებისას საქველმოქმედო ორგანიზაცია მიზნად ისახავდა მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანაში, ლესოთოში, აივ ინფექციით დაზარალებული ადამიანების დახმარებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები