ქართველი მკლავჭიდელები მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ მიიღებენ — მკლავჭიდის ფედერაციის განცხადება
საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს მკლავჭიდისა და პარა-მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატები ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის იწყება. მათივე განცხადებით, საქართველოს ნაკრები ამ პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
"მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაცია ითხოვს ფინანსური ვალდებულების შესრულებას, რომელიც 2020 წლის ბათუმის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლიდან მომდინარეობს. აღნიშნული ვალდებულება გამოწვეული იყო მაშინდელი სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რამაც გამოიწვია ხელშეკრულების დარღვევა. მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ შემოთავაზებულია ან სრული ფინანსური ვალდებულების დაფარვა, ან წლიურად 30,000 ევროს საჯარიმო თანხის შენატანის განხორციელება," — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
მკლავჭიდის ფედერაციის ცნობით, სპორტის სამინისტრო თავს იკავებს ფინანსური ვალდებულების ან/და ერთჯერადი საჯარიმო თანხის გადახდის შესრულებისგან და აცხადებს, რომ საკითხი სასამართლოში უნდა იქნეს გადაწყვეტილი.
"საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის მიერ სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვა უკვე 5 წელია გრძელდება. სამწუხაროდ, სასამართლოს მიერ პირველი მოსმენაც კი არ ჩატარებულა, რაც შეუძლებელს ხდის სიმართლის დადგენას და სპორტული დავის მოგვარებას," — აღნიშნულია განცხადებაში.
ფედერაციის თქმით სასამართლო სისტემის უმოქმედობის გამო რიგი პრობლემები იქნება:
• საქართველოს უძლიერესი მკლავჭიდელები რჩებიან კონკურენციის გარეშე;
• ზიანდება ქვეყნის სპორტული პრესტიჟი;
• მწვრთნელებისა და სპორტსმენთა მრავალწლიანი შრომა უშედეგოდ რჩება;
• ქართული სპორტის გულშემატკივრები მოკლებული არიან შესაძლებლობას ჩვენი მკლავჭიდელების და პარა-მკლავჭიდელების მხარდაჭერისგან.
მკლავჭიდის ფედერაცია სასამართლო სისტემას ამ საქმის განხილვის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
"საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, განსაკუთრებით სასამართლო სისტემას, დააჩქაროს საქმის განხილვა და უზრუნველყოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება [...] ასევე მივმართავთ სპორტის სამინისტროს, რომ მონახოს გზა, რათა მსოფლიოს ლიდერი გუნდი არ დარჩეს მსოფლიო ჩემპიონატზე წასვლის გარეშე," — წერია განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები